• Ƀ/$

500-წლიანი პატიმრობა ფინანსური პირამიდის შემქმნელებს

10 აპრილი 23:29, 2018 წელი | კომპანიები

$200 მლნ–ის მოცულობის ფინანსური პირამიდის შემქმნელებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 500 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The National ავრცელებს.


ორმა თაღლითმა დაახლოებით 500 ადამიანი აზარალა. შესაბამისად, თითოეულ დაზარალებულზე თაღლითებს დუბაის სასამართლომ თითო წელი მიუსაჯა.


უცხოელი თაღლითები ე.წ. „პონცის სქემას“ ამუშავებდნენ, რომლის შემთხვევაშიც პირველი ინვესტორები მაღალ შემოსავლებს ღებულობენ ახალი ინვესტორების მოძიების სანაცვლოდ.


თაღლითების საქმიანობა დუბაიში 2016 წელს აღკვეთეს. აქტივების მოძიებას თაღლითები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ინდოეთში და ამერიკის კონტინენტების ქვეყნებში ახორციელებდნენ. დაპატიმრებულია დაახლოებით 25 საბანკო ანგარიში.


სხვა სიახლეები