• Ƀ/$

ისლანდიას 1 მილიარდი ხის დარგვა სურს

12 აპრილი 11:27, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ისლანდია საკმაოდ განვითარებული სახელმწიფოა, მოქალაქეების საშუალო შემოსავალი $60 000-ს აღწევს, მოხმარებული ელექტროენერგიის 100% განახლებადი წყაროებიდანაა მიღებული, თუმცა ტყით მხოლოდ ქვეყნის 2 პროცენტია დაფარული. 

მართალია გოლფსტრიმის დინების გამო ტემპერატურა იანვარშიც კი 0-თან ახლოსაა, მაგრამ ივლის-აგვისტოშიც 13-14 გრადუს ცელსიუსს არ სცდება. ასეთ გარემოში ხეს გახარება უჭირს, თუმცა ხელოვნური ჩარევით სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია.


არქეოლოგიური გათხრების შედეგად მტკიცდება, რომ ისტორიის თვალსაზრისით არც ისე დიდი ხნის წინ, IX საუკუნეში, ისლანდიის შედარებით უფრო დიდი ტერიტორია იყო ტყით დაფარული. გარემოპირობების გარდა მეორე დამნაშავედ ვიკინგებსაც განიხილავენ, რომლებმაც ტყის გარკვეული ნაწილი გაჩეხეს. ხელისუფლებას მისი აღდგენის გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მოშიშვლებული ტერიტორიები არყის ხითა და ნაძვებით დაიფარება. იმ ხეებით რომლებისთვისაც მსგავსი კლიმატი მისაღებია.


2017 წელს 300 კვადრატულ კილომეტრის ფართოფზე 3 მილიონი ხე დაირგო, საბოლოო მიზანს ქვეყნის ფართობის 10%-ის გამწვანება წარმოადგენს, რაც უკვე შესრულებულ სამუშაოს 335-ჯერ აღემატება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მოსახლეობის სიმცირე სახელდება. 350 000 ადამიანს 1 მილიარდამდე ხის დარგვა დროის გრძელვადიან მონაკვეთშიც გაუჭირდება.


ისლანდიის გარდა ამბიციური გეგმები გააჩნიათ ახალ ზელანდიას 100 მილიონი ხე წელიწადში და ჩინეთს ტყის საფარის გაზრდა საქართველოს ტოლი ფართობით. ასეთი მონდომების მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით ტყის ჩეხვის სისწრაფე მისი გაშენებისა და აღდგენის სისწრაფეს მნიშვნელოვნად აღემატება.


მსგავს თემაზე:

ჩინეთი ტყის მასივს, საქართველოს ტოლი ფართობით ზრდის


ახალი ზელანდია ყოველწლიურად 100 მილიონი ხის დარგვას გეგმავს



სხვა სიახლეები