• Ƀ/$

კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა

15 აპრილი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ვარსკვლავებიანი ცა ადამიანს ჯერ კიდევ ცივილიზაციების წარმოშობამდე ხიბლავდა. თუმცა კოსმოსის ასათვისებლად პირველი ნაბიჯები მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გადაიდგა. 

მოლოდინმა რეალობას გადააჭარბა. საბჭოთა კავშირმა ვერც მთავრეზე შეძლო ფეხის დადგმა და ვერც მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის გაშვება, რის გამოც უკონკურენტოდ დარჩენილმა შეერთებულმა შტატებმა NASA-ს დაფინანსება შეუმცირა. კონკურენციის ნაკლებობა ბიზნესთან ერთად მეცნიერებასაც ვნებს. 1972 წლის მერე მთვარეზე ასტრონავტები აღარ გაუგზავნიათ. მარსის მისია კი რამდენჯერმე გადაიდო.



ილონ მასკი დანებებას არ აპირებს. მას მარსის კოლონიზაცია სურს. ტექნოლოგიებისა და დანახარჯების გარდა კოსმოსს სხვა ბერვრი პრობლემაც ახასიათებს. აღმოჩნდა, რომ დედამიწიდან ხანგძლივი დროით მოშორება გენეტიკასაც კი ცვლის. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთწლიანმა ცხოვრებამ ასტრონავს სკოტ კელის გენები 7%-ით შეცვალა. მას და მის იდენტურ ტყუპს NASA წლების განმავლობაში აკვირდებოდა. კოსმოსური სივრცის გავლენა იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.



აღსანიშნავი ის გარემოებაც, რომ კოსმოსური სადგური დედამიწიდან 320 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჯანგბადი არ არის, გრავიტაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ მისი გავლენა სადგურს დედამიწის ორბიტაზე მოძრაობას აიძულებს. სადგურზე წასვლა ან იქიდან დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს, მარსის საკითხი აბსოლუტურად განსხვავებულია. მანძილი წითელ პლანეტამდე 55 მილიონ კილომეტრზე მეტად არ მცირდება. კონტაქტის დასამყარებლად სულ ცოტა 2.5 წუთია საჭირო და მარსის მდებარეობის გათვალისწინებით ეს დრო შეიძლება 20 წუთამდეც გაიზარდოს. რაიმე გართულების შემთხვევაში უბედური შემთხვევის ალბათობაც იზრდება. 



ყველაფრის მიუხედავად მოლოდინი მაინც უფრო პოზიტიურია. დღეს კაცობრიობამ უფრო მეტი იცის მარსის შესახებ ვიდრე 1961 წელს მთვარის შესახებ, როდესაც კენედიმ მასზე წასვლის პირობა დადო. 57 წლის წინ სტიმულს კონკურენცია იძლეოდა, დღეს მის როლს კერძო სექტორი იკავებს. კოსმოსური პაუზა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.


მსგავს თემაზე:

ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს



სხვა სიახლეები