• Ƀ/$

ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩინეთი აშშ-ს ეწევა – სავაჭრო ომის მიუხედავად

21 აპრილი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

იცვლება დრო, როცა ჩინეთი უახლესი ტექნოლოგიების მოსაზიდად, უცხოურ კომპანიებს მის ტერიტორიაზე ადგილობრივებთან ერთობლივი საწარმოების შექმნას ავალდებულებდა.

ცისქვეშეთი ამ პრეროგატივას ალბათ მალე დათმობს. მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანას დრო მოგებული აქვს. სახელმწიფო დაუშურველად ხარჯავს ფინანსებს უმაღლეს განთლებაში და შორს არაა ის დრო, როცა, მეცნიერების განვითარების მხრივ, თვით შეერთებულ შტატებსაც კი გაუწევს კონკურენციას.


შტატებსა და ჩინეთს შორის ამჟამინდელი სატარიფო პინგ-პონგის ძირითადი მიზეზი სწორედ ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ჩინეთის მიერ უცხოური ინტელექტუალური საკუთრების იოლად გაზიარების პრაქტიკა, ბევრი მცდელობის შემდეგ, ახლა მაინც აღკვეთოს.


ნებისმიერ შემთხვევაში, ანალიტიკური კომპანიები უკვე ბჭობენ იმაზე, თუ როდისთვის არის მოსალოდნელი ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთის და შეერთებული შტატების გათანაბრება. ბევრი მათგანი არ გამორიცხავს, რომ ეს შემდგომ ათწლეულში მოხდება. უფრო მეტიც, ბევრი ანალიტიკოსი იმასაც კი ვარაუდობს, რომ ზოგიერთ სფეროში ჩინეთმა უკვე დაწინაურებაც კი მოახერხა.


საადვოკატო კომპანია „ალენ ენდ ოვერის“ ინტელექტუალური საკუთრების ჩინეთის მიმართულებაზე მომუშავე ჯგუფის შეფი დევიდ შენი ამბობს, რომ ჩინეთში მეცნიერების განვითარების ტემპი ყოველწლიურად მატულობს. ეს კი ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, ქვეყნის პოზიციებს სულ უფრო ამყარებს.


ინტელექტუალურ საკუთრებაზე მომუშავე იურისტების დიდი ნაწილი თვლის, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენის დაპირება, რომლითაც ის ქვეყანაში უცხოური ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარანტიას იძლევა, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩინეთი ბევრ სფეროში, მაგალითად როგორიცაა ტელეკომუნიკაციები და ონლაინ გადახდების ტექნოლოგიები, უმაღლეს დონეზეა განვითარებული და სხვისი მიღწევების გაზიარებაზე დამოკიდებული აღარაა.


პატენტების რაოდენობის ზრდა



2017 წელს ჩინეთმა იაპონიას საპატენტო განაცხადების რიცხვით გადაასწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზე გადავიდა. ამასთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, ახალი პატენტების რიცხვის მხრივ, ჩინეთის ზრდის ტემპი 13.4% იყო. ასეთი მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, პატენტების განაცხადების მაჩვენებლით ჩინეთი შეერთებულ შტატებს დაახლოებით ორ წელიწადში გადაასწრებს.


მთავარი ისაა, რომ ასეთ სწრაფ განვითარებას აქვს მყარი საფუძველი და ის სულ უფრო წინ მიდის. ამას კი ხელს უხვი ინვესტიციები უწყობს. კერძოდ, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2.1% კვლევასა და განვითარებას ხმარდება. ამ მხრივ, აშშ-ის მაჩვენებელია 2.75%. თუმცას, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1990-იან წლებში ჩინეთის კვლევისა და განვიტარების ხარჯები მშპ-ს მხოლოდ 0.7%–ს შეადგენდა.


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყოველ მილიონ მოსახლეზე, ჩინეთში საშუალოდ 1 177 მეცნიერი და მკვლევარი მოდის. ეს კი 1990-იანი წლების ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით სამჯერ მეტია და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს უტოლდება.


ამ მხრივ, აშშ გაცილებით წინ არის - მის ყოველ 1 მლნ მოსახლეზე 4 321 მეცნიერი და მკვლევარი მოდის. მაგრამ ჩინეთის და ამერიკის მოსახლეობის თანაფარდობის მიხედვით, ჩინეთს დაახლოებით ოთხჯერ მეტი მეცნიერი ჰყავს. და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება.



გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში სტუდენტების დაახლოებით 40% უმაღლეს სასწავლებლებში ღებულობს განათლებას. ამ მხრივ, ამერიკის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ 1970-იან წლებში, ჩინეთში სტუდენტების მხოლოდ 0.1 პროცენტი სწავლობდა უმაღლეს სასწავლებლებში.


„J.P. მორგან ასეტ მენჯმენტის“ აზიის განვითარებადი ბაზრების ინვესტიციების დეპარტამენტის შეფი რიჩარდ ტაითერინგტონი ამბობს, რომ ჩინთის პროგრესი აშკარაა ონლაინ გადახდების პლატფორმების, ციფრული ინოვაციების, მანქანათმშენებლობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. უფრო მეტიც, ონლაინ გადახდების ტექნოლოგიების მხრივ, ჩინეთმა ამერიკაც კი უკან ჩამოიტოვა. ჩინეთის დიდ ქალაქებში ფულს ახლა უკვე ძირითადად მობილური ტელეფონებით იხდიან და გადახდის ეს მოდელი პლასტიკური ბარათების სისტემას მალე სრულად განდევნის კიდეც. ეს მაშინ, როცა ამერიკელები ძრითადად ისევ ბარათებს იყენებენ.


ჩინეთის პროგრესი საფონდო ბაზარზეც აშკარაა. მაგალითად, რაც ბაზარზე „ფეისბუკის“ აქციები გამოჩნდა (2012 წელს), მათი ფასი დაახლოებით 373%–ით გაიზარდა. შედარებისთვის, ჩინური სოციალური მედიის „ტენსენტ ჰოლდინგ“ აქციების ფასი 883%–ით არის გაზრდილი. „ტვიტერი“ ბაზარზე 2014 წლიდანაა და მას შემდეგ მისი აქციები 28%–ით შემცირდა. ჩინურ ანალოგ „ვეიბოს“ აქციები კი 656%–ით არის გაზრდილი. პარალელურად, IP-ს ექსპერტები თვლიან, რომ ამ ნახევარგამტარების, რობოტების და ბიოტექნოლოგიების სფეროში, ჩინეთი ჯერაც ჩამორჩება.


ჩამორჩენა ხარისხში


პატენტების რიცხვის მკვეთრი ზრდა ჯერაც არ ნიშნავს, რომ ჩინური პროდუქცია ხარისხითაც უტოლდება ამერიკულს და სხვა განვითარებული ქვეყნებისას. ეს კი ის სფეროა, რაც ჩინეთის განვითარებას აფერხებს.


სმარტფონების მწარმოებელი „ჰუავეი“ ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც „ქლერივეიტ ანალიტიკის“ ინოვატორების რეიტინგის ტოპ–ასეულში მოხვდა. ამ რეიტინგის შედგენისას, მხედველობაში ღებულობენ არამხოლოდ ახალი პატენტების რაოდენობას, არამედ მათ გავლენას სხვა ორგანიზაციებზეც.



გლობალური ინფორმაციის ანალიტიკის ფირმა „ელსევიერის“ მონაცემებით, 2016 წელს ჩინეთში 500 000 გვერდზე დაწერილი სამეცნიერო ნაშრომები გამოიცა. ამ მხრივაც ჩინეთს მხოლოდ ერთი ქვეყანა – შეერთებული შტატები უსწრებს, სადაც 600 000 სამეცნიერო ფურცელი გამოიცა. ბოლო ხუთ წელიწადში ამ მაჩვენებლებს შორის სხვაობა დაახლოებით განახევრდა. ოღონდ, აქ ის გარემოებაცაა გასათვალისწინებელი, რომ ჩინური სამეცნიერეო ნაშრომების ფურცლებზე, საშუალოდ 0.93 ციტატა იწერება, როცა ამერიკულ ანალოგიურ ფურცლებზე საშუალოდ 1.23 ციტატა იბეჭდება.



ტექნოლგიური სიახლეების გადინება


ანალიტიკოსები წერენ, რომ თუ ვაშინგტონს სურს, რომ ამერიკული ტექნოლოგიური სიახლეები ჩინელებს ხელში იოლად არ უვარდებოდეს და დათური სამსახური არ გაუწიონ ქვეყნის სწრაფ წინსვლას, მაშინ აუცილებელია, რომ ამერიკულ კომპანიებს ჩინელი პარტნიორებისთვის საკუთარი მიღწევების ლიცენზიებით გაზიარების შესაძლებლობები შეეზღუდოთ.


თუმცა, არც ესაა გამოსავალი, რადგან საჭიროების შემთხვევაში, კომპანიები ამ შეზღუდვებსაც ადვილად აუვლიან გვერდს. მაგალითად, შექმნიან მათდამი დაქვემდებარებულ ერთეულებს, რომლებსაც შეერთებული შტატების იურისდიქციაში არ მოაქცევენ. ამგვარად ისინი ჩინურ ბაზარზე გასვლის სანაცვლოდ, იქაური პარტნიორებისთვის საკუთარი ინოვაციების გაზიარებას მაინც მოახერხებენ.


სხვა სიახლეები