• Ƀ/$

რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი

22 აპრილი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კოპერნიკისა და გალილეის შრომების შედეგად გეოცენტრული წარმოდგენა გაცამტვერდა. ვარაუდი ეგზოპლანეტების არსებობის შესახებ 1992 წელს დადასტურდა. თუმცა კითხვაზე არსებობს თუ არა არამიწიერი სიცოცხლე, პასუხი დღემდე არ არსებობს. 

სამყაროს განუზომლად დიდი მასშტაბებიდან გამომდინარე, დღეს არსებული ცოდნით 200 მილიარდზე მეტი გალაქტიკა, თითოეულში 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავი, ზომა დაუდგენელი სავარაუდოდ 92 მილიარდი სინათლის წელის (სინათლის წელი 9.46 ტრლნ კილომეტრი) იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ დედამიწის გარდა სიცოცხლე შესაძლოა სხვაგანაც იყოს. მისი აღმოჩენის სურვილი დიდია, თუმცა ასევე დიდია სიძნელეებიც.


1)      ეგზოპლანეტის (პლანეტა, რომელიც მზის გარშემო არ ბრუნავს) არსებობას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, თუმცა მისი აღმოჩენა, მხოლოდ 1992 წელს მოხერხდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პლანეტა თავად არ ასხივებს, მისი არეკლილი შუქი კი იმდენად მკრთალია, რომ დედამიწამდე ვერ აღწევს. მას ვარსკვლავზე დაკვირვების შემდეგ ამჩნევენ როდესაც ვარსკვლავს რაიმე „შეშფოთება“ ახასიათებს. 3700-ზე მეტი ეგზოპლანეტიდან უმეტესობა ზომით იუპიტერს უთანაბრდება, დიდი გრავიტაციის მქონე პლანეტა თავის ვარსკვლავზე მეტ გავლენას ახდენს და აღმოჩენაც იოლდება. დაახლოებით დაახლოებით 4*10^22 ვარსკვავიდან 3700 პლანეტა ფაქტიურად ზღვაში წვეთია. საჭიროა დამატებითი კვლევა. პლანეტების უმეტესობა 2009 წელს გაშვეპულმა კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა, ის ახლახან TESS-მა შეცვალა. მოლოდინი რომ ახალი ტელესკოპი უფრო მეტ პლანეტას აღმოაჩენს საკმაოდ დიდია.



2)      აღმოჩენილ ეგზოპლანეტებშიც კი მხოლოდ ვარაუდით შეიძლება იმის თქმა თუ რომელი მათგანია სიცოცხლისთვის ვარგისი და რომელი არა. საციცხლისთვის ვარგისობა მასზე აუცილებლად სიცოცხლის არსებობას არ გულისხმობს. მეცნიერები ძირითადად ეძებენ წყალს თხევად მდგომარეობაში და ატმოსფეროს. ასეთები მზის სისტემაშიც მოიძებნება. მარსი სადაც 2015 წელს მცირე ოდენობით თხევადი წყალი აღმოაჩინეს. არსებობს ვარაუდი, რომ ლილიარდი წლის წინ მარსზე სიცოცხლე არსებობდა, ასევე არსებობს ვარაუდი რომ ის მიკრობების სახით ახლაც არსებობს. კიდევ ერთი ვარაუდის თანახმად შესაძლოა პლანეტა მიკრობებით დედამიწიდან გაგზავნილმა ზონდებმა დააბინძურა. დადასტურებული ჯერჯერობით არაფერია. მარსის გარდა სიცოცხლის ნიშნების ყველაზე მაღალი ალბათობა იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე და სატურნის თანამგზავრ ტიტანზეა.



3)      სიცოცხლის არსებობის დადასტურება ან უარყოფა მზის სისტემაშიც ვერ მოხერხდა სადაც მანძილები ასტრონომიული ერთეულით (150 მლნ. კმ) იზომება. უახლოეს ვარსკვლავამდე მანძილი კი 4.3 სინათლის წელია 670 000-ჯერ მეტი ვიდრე მარსამდე. წრეში ჩასმული ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომის მეზობელია. მანძილი კი 2.52 მილიონ სინათლის წელს შეადგენს



4)      დედამიწაზეც კი სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მართალია ყველა მათგანი უჯრედული აგებულებისაა, მაგრამ მათი ნაწილი წყალში მოხვედრისას იღუპება, ნაწლი წყლიდან ამოსვლისას. შესაძლოა სხვა რომელიმე პლანეტაზე სიცოცხლის იმდენად განსხვავებული ფორმა არსებობდეს, რომ მეცნიერებს მისი ცნობა გაუჭირდეს.



5)      სიცოცხლის არსებობა და განვითარებული ცივილიზაცია განსხვავებული ცნებებია. საუკუნეზე მეტია დედამიწიდან რადიოსიგნალები იგზავნება. 1977 წელს კანაველარის კონცხიდან აფრენილმა „ვოიაჯერმა“ დედამიწისეული ინფორმაციის ნაწილი გაიტანა, მათ შორის „ჩაკრულო“ გზავნილს გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. მას რეალურად მზის სისტემაც კი არ დაუტოვებია, რადგან მისი თეორიული ზღვარი, სადაც მზის გრავიტაცია ვრცელდება „ორტის ღრუბელის“ სახელითაა ცნობილი და იქამდე მანძილი 1.5 სინათლის წელია. ეს მანძილი რომ დაეფარა რაკეტას 10900 კმ/წმ-ის სიჩქარით უნდა ეფრინა. რაც დღევანდელი ტექნოლოგიებით შეუძლებელია.



არამიწიერი ცივლილიზაციის მოძიების პროცესი ძირითადად რადიოტესლესკოპით მიმდნარეობს. მათგან ყველაზე დიდი 500 მეტრის დიამეტრით 2016 წელს ჩინეთში გათავსდა.



არსებობს გარკვეული თეორიები, რომლის თანახმადაც არამიწიერი ცივილიზაცია დიდი ხნის აღმოჩენილია, მათთან კონტაქტიც დამყარებულია და ამას მალავენ. მეცნიერთა უდიდესი უმრავლესობა მსგავს მოსაზრებას ჭორს უწოდებს, ისევე როგორც მითს იმის შესახებ, თითქოს აპოლოს პროგრამა დადგმული იყო და სინამდვილეში კადრები უდაბნოში გადაიღეს.


უცხოლანეტელების დედამიწაზე სტუმრობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი ამ დრომდე არ არსებობს, თუმცა არსებობს მოსაძრება, რომ დედამიწაზე სიცოცხლე უცხო პლანეტიდან მოცილებული ასტეროდის ნატეხის გზით მოხვდა.


არამიწიერ ცივილიზაციასთან შეხვედრის დრო და ადგილი უცნობია. იაპონური წარმოშობის მქონე, ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსის მაჩიო კაკოს იმედი აქვს რომ კონტაქტზე გასვლა საუკუნის ბოლომდე მოხრხდება.



 


მსგავს თემაზე:


ბნელი ენერგიის კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება


ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ


მსგავს თემაზე:

მასკმა მარსზე გასაგზავნი ხომალდის ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა


კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა



სხვა სიახლეები