• Ƀ/$

სავაჭრო ომი და მისი მოსალოდნელი შედეგები

17 აპრილი 18:35, 2018 წელი | ეკონომიკა

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი გრძელდება. #1 და #2 ეკონომიკის მქონე ქვეყნები ტარიფებზე ვერ თანხმდებიან. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს $375 მლრდ-იანი დეფიციტი აღიზიანებს. 

ვაჭრობის დეფიციტის შედეგად ღებულობს მეტ დოლარს, ხოლო აშშ მეტ ჩინურ საქონელს. ამერიკაში ეს ფაქტი აღარ მოსწონთ. თავად ჩინეთში უპირატესობას ადგილობრივ ვალუტას ანიჭებენ, უფრო მეტიც, ჩინეთის სურვილია, რომ იუანმა დოლარს კონკურენცია რეგიონში მაინც გაუწიოს.



გაზრდილი ტარიფების პირობებში აშშ ნაკლებ იმპორტს განახორციელებს,სავაჭრო დეფიციტი შემცირდება, თუმცა ამავე დროს ამერიკის მოქალაქეებიც დაზარალდებიან მათ შეუმცირდებათ წვდომა იაფ საქონელზე. ჩინელი ინვესტორები კი ამერიკული სახელმწიფო  ფასიანი ქაღალდების ყიდვას შეამცირებენ. ამ შემთხვეში საჭირო გახდება ბონდებით სხვა ინვესტორების დაინტერესება და საპროცენტო განაკვეთის აწევა.


ვაშინგტონის მიერ ლითონის იმპორტზე ტარიფის ზრდას პეკინის მხრიდან პროპორციული საპასუხო ნაბიჯი არ მოჰყოლია. პირიქით ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიხსნება და იმპორტზე დაწესებული ტარიფები შემცირდება.  ეს განცხადება უფრო ტექნოლოგიებს და ავტომობილებს ეხებოდა, იქამდე ამერიკიდან იმპორტირებულ წვენებსა და ღვინოზე 15%-იანი, ხოლო ხორცსა და ხორცპროდუქტებზე 25%-იანი გადასახადი დააწესა.


ტარიფების კორექციის შედეგად დეფიციტი შემცირდება, თუმცა მის განულებას ან პროფიციტში გადასვლას ეკონომისტები გამორიცხავენ. ჩინეთი მაინც რჩება იაფი საქონლის ექსპორტიორ ქვეყნად.


მსგავს თემაზე:

აშშ ევროკავშირის ძირითად სავაჭრო პარტნიორად რჩება


აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომი მწვავე ფაზაში შევიდა



სხვა სიახლეები