• Ƀ/$

ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია

18 აპრილი 11:53, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ბუმმა თითქოს გადაიარა, კრიპტოვალუტების ფასი განახევრდა,  მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი განსვავებულად ფიქრობს და სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ბლოკჩეინი ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

2009 წელს სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით მოქმედმა უცნობმა პირმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პირველი კრიპტოვალუტა - ბიტკოინი შექმნა. მისი ღირებულება 1 ცენტზე ნაკლებს შეადგენდა, 2017 წლის დეკემბერში კი $20 000-ს გადააჭარბა, კაპიტალიზაციამ კი $330 მლრდ-ს, რის შემდეგაც მისი ფასის ვარდნა არა იმდენად მოთხოვნისა და საჭიროების შემცირებამ, რამდენადაც სახელმწიფოებისა და ტრანს ნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა განაპირობა.



ფასის დრამატული ვარდნა, ბლოკჩეინ ერის დასასრულს არ ნიშნავს. წინააღმდეგობები, სიძნელეები და უარყოფის მცდელობა ინოვაციური ტექნოლოგიების თანმდევი მოვლენაა. სკეპტიკოსთა რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ამავე დროს ბევრი დარწმუნებულია მის მდგრადობაში. ბერკლის ანალიტიკოსმა 10 აპრილს დაწერა, რომ უახლოეს მომავალში ბლოკჩეინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ დაინერგება.


ბიტკოინის კიდევ ერთი პრობლემა მისი გამომუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიის რაოდენობაა. ბლოკი მუდმივად რთულდება, შესაბამისად იზრდება ელექტროენერგიის დანახარჯიც.


ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოვალუტა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მხოლოდ ერთი მიმართულებაა. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მონაცემების შენახვის სანდო, დეცენტრალიზირებული ბაზაა.


საქართველოს საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შაშუალებითაა შესაძლებელი, რაც მის სანდოობას ზრდის. სისტემაში საქართველოდან უკვე მილიონზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი.


ბლოკჩეინი ესაა კრიპტოგრაფიულად დაცული ჩანაწერების ჯაჭვი. მონაცემების შეცვლა ან წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამისთვის საჭიროა ბლოკჩეინ ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერში შეღწევა, რაც ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. 1 ან რამდენიმე კომპიუტერზე თავდასხმა შესაძლებელია, მაგრამ ინფორმაციის ასლები ინახება სხვაგან და ამ ასლებს ზუსტად ისეთივე იურიდიული ძალა აქვს როგორც სხვა დანარჩენს. რაც უფრო დიდია ქსელი მით მეტად რთულდება მისი განადგურების ალბათობა.


 


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?



სხვა სიახლეები