• Ƀ/$

შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა შეიზღუდება

18 აპრილი 17:27, 2018 წელი | ფინანსები

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება. 

შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხის ჯამური ოდენობა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ხორციელდება. ცვლილებები ძალაში 2018 წლის 7 მაისიდან შევა.


ფიზიკურ პირებზე გაცემული და სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისათვის განისაზღვრა "სესხის მომსახურებისა" (ე.წ. PTI – payment to income ratio) და "სესხის უზრუნველყოფის" (LTV – Loan to value ratio) კოეფიციენტების მინიმალური მოთხოვნები. შესაბამისად, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გაცემულ სესხებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ PTI-სა და LTV-ის განსაზღვრულ ლიმიტებს, კომერციულ ბანკებს მკვეთრად გაეზარდათ საზედამხედველო ტვირთი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების კუთხით.


მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასების მოთხოვნა ასევე განსაზღვრულია ევროკავშირშის დირექტივით, რომელიც, ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ 2019 წლის სექტემბერამდე უნდა დანერგოს. 


აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, გასულ წლებში სებმა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ასევე სესხის გაცემისა და წინსწრების დაფარვის საკომისიოებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი დაადგინა.


 


მსგავს თემაზე


ეროვნული ბანკის გაფრთხილება


ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს


მსგავს თემაზე:

ეროვნული ბანკი ფულადი სახსრების მოზიდვის წესს ამკაცრებს


ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირებას ვარაუდობს



სხვა სიახლეები