• Ƀ/$

განახლებადი ენერგიის წილის ზრდის შედეგად, ბრიტანეთში ნახშირის გამოყენება შეჩერდა

21 აპრილი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

განახლებადი ენერგიის ჭარბი გამომუშავების გამო, ბრიტანეთმა პირველად ისტორიაში ქვანახშირის მოხმარება 55 საათის განმავლობაში შეაჩერა.

ელექტროენერგიის გენერაციაში ქვანახშირს 40%-იანი წილით #1 ადგილი უკავია. ის უფრო იაფია ვიდრე ნავთობი და გაზი მაგრამ ამავე დროს გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს. უკეთეს შემთხვევაში 2-ჯერ უფრო მეტად ვიდრე გაზი.


შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შედეგად, ქროდა ქარი, ბრიტანეთში გრინვიჩის დროით ორშაბათს საღამოს 10:25-დან ხუთშაბათს დილის 05:10-მდე ნახშირის გამოყენების საჭიროება შეწყდა. წინა რეკორდი 2017 წლის ოქტომბერში დამყარდა და მან 40 საათს გასტანა.


ბრიტანეთის მთავრობას სურს, რომ 2025 წლამდე ქვეყანაში არსებული ყველა ქვანახშირის ელექტროსადგური დახუროს და ისინი განახლებაი ენერგიის წყაროებით ჩაანაცვლოს.


2001-2016 წლებში ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 21-ჯერ 23-დან 486 გიგავატამდე გაიზარდა, მზის კი უფრო მეტად 188-ჯერ 1.6-დან 301 გიგავატამდე. სწრაფად მცირდება მათი ფასიც. პრობლემა რჩება ენერგიის შენახვა, ქარი შედარებით სტაბილურია, მაგრამ მზე ღამე არ ანათებს. ბოლო პერიოდში ენერგიის შემნახველი აკუმულატორების ფასიც შემცირდა რაც მწვანე ენერგიის წილის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.


 


მსგავს თემაზე: 


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


"სამი ხეობის კაშხალი" - 30 მილიონი ცხენის ძალის მქონე ჰესი


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


მსგავს თემაზე:

უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


ჩინეთი განახლებად ენერგიაში $360 მლრდ-ს დააბანდებს


მაღალი გამწვანების კოეფიციენტის მქონე ქალაქების უმეტესობა ევროპაშია


პორტუგალიაში განახლებადმა ენერგიამ მარტის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა



სხვა სიახლეები