• Ƀ/$

მზის ელექტროსადგურები – 18 700%–იანი ზრდა და უფრო მეტი პერსპექტივა

22 აპრილი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კაცობრიობამ იაფი და ეკონოგიურად სუფთა ენერგიის ძიების პროცესში ყველაზე დიდი ნაბიჯი მზის ენერგიის მიღება–აკუმულირება–მიწოდების მიმართულებით გადადგა.

მზის ელექტროსადგურებით გამომუშავებული ენერგიის მოცულობა 2001–16 წლების პერიოდში 188-ჯერ 1.6-დან 301 გიგავატამდე გაიზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ტიპის მზის ბატარეა შეიქმნა, მათი მუშაობის პრინციპი ერთი და იგივეა – ფოტოეფექტის მოვლენას ემყარება.


მზე ასხივებს სილიციუმის მოდულებისგან შემდგარი ბატარეის ზედაპირს. სილიციუმი მზის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გარდაქმნის და ამის შედეგად ელექტროდენი წარმოიქმნება. ამგვარად, მზის ბატარეას ფორტოელექტრული პანელიც შეგვიძლია ვუწოდოთ.


ბატარეის მოწყობილობა ელექტრული ფანარისას მოგვაგონებს. ბატარეები თავთავიანთი პოლუსებით მიმდევრულად არიან შეერთებულნი, ახდენენ რა ჯამურ ზემოქმედებას ელექტრო ნათურაზე.


ანალოგიურად, მზის ბატარეის პოლუსებიც მიმდევრულადაა შეერთებული, ელექტრული ნათურის ნაცვლად კი სახლის ელექტროგაყვანილობის ქსელებია ჩართული. ყოველ ფოტოელექტრულ პანელს გააჩნია პოლუსები კონტაქტებით, რომელთა დანიშნულებაც ელექტრულ ჯაჭვში მათი სხვა ელემენტებთან დაკავშირებაა.


სწორად მართვის პირობებში, მზის ბატარეების მუშაობის პერიოდი ხანგრძლივია; თანაც, ქსელის ავტონომიურობიდან გამომდინარე, გამორიცხულია ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მაგალითად მეზობლად ელექტრული რჩილვის შემთხვევაში აღიძრება ხოლმე.


მზის ბატარეებს საცხოვრებელი სახლის (აგარაკის) სახურავზე ამონტაჟებენ, მათი ექსპლუატაცია კი ძალზედ მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ბატარეები საკმაოდ ძვირად ფასობს, ისინი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ფარავენ გაწეულ ხარჯებს, უზრუნველყოფენ რა სახლის სრულ ელექტრულ დატვირთვას.


ფოტოელექტრული ბატარეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი თვისება ეკოლოგიური სისუფთავეა, რაც მათ როგორც ექსპლუატაციის, ასევე უტილიზაციის პროცესშიც ახასიათებთ.


მზის ბატარეების მუშაობის დროს, ატმოსფეროში არანაირი სახის ნივთიერება არ გამოიყოფა და რადგან ფოტოელექტრული პანელები სილიციუმის მოდულებისგან შედგება, ისინი ჩვეულებრივ ქვიშაზე მეტად არ აბინძურებენ  გარემოს. ქვიშაც ხომ შეიცავს სილიციუმს.


მზის ბატარეები სულ უფრო პოპულარული ხდება და მათი შეძენა უკვე თითქმის ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. როგორც წესი, მიმწოდებელი კომპანიები სრულ მომსახურებას უზრუნველყოფენ ფოტოელექტრული ბატარეების დამონტაჟების ჩათვლით.


მზის ბატარეის მუშაობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მას არ შეუძლია ღამით და ღრუბლიან ამინდში მუშაობა. ეს პრობლემა კი ენერგიის აკუმულირების გზით წყდება, რაც ენერგიის ამ წყაროს ღირებულებას საგრძნობლად ზრდის.


თუკი ელექტროენერგიაზე დიდი თანხები გეხარჯებათ, მაშინ ღირს აკუმულირების სისტემის დაყენება, რადგან ფაქტობრივად ეს ინვესტიციაა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ თავის თავს ამოიღებს.


სანამ გადაწყვეტდეთ, აქვს თუ არა აზრი მზის ბატარეის დაყენებას, უნდა გაერკვეთ მათ ღირებულებაში. სტანდარტული მზის ბატარეების ღიერებულება  $5000-დან $7000-მდე მერყეობს; თანაც გასათვალისწინებელია თანხები მონტაჟისთვის და დამატებითი აღჭურვილობისთვის.


ფასებში მერყეობა ძირითადად გამოწვეულია მზის ბატარეების მუშა მასალების ღირებულებითა და მათ მიერ მოწოდებული ენერგიის რაოდენობით.  



მაგალითად 13.5 კილოვატსაათის სიმძლავრის Tesla Powerwall 2.0-ის ფასი $5500–ს შეადგენს. ამ ღირებულებაში ინვერტორიც (გარდამქმნელი) შედის. აი 9.3 კილოვატსაათის სიმძლავრის LG-ს Chem RESU ბატარეის ღირებულება კი ინვერტორის გარეშე $6000-დან $7000-მდე მერყეობს.


ჩამონათვალი კი უდიდესია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომავალში მზის ბატარეების საყოველთაო დამკვიდრებაზე.


სხვა სიახლეები