პროექტში ასევე მონაწილეობენ Bank of Montreal, CaixaBank, Commerzbank და Erste Group.
საპილოტე გაშვების პროცეში ორი ოპერაცია განხორციელდა: ავტომობილების გაყიდვა გერმანიიდან ესპანეთში და ტექსტილის ნედლეულის რეალიზაცია ავსტრიიდან ესპანეთში. ამასთან, პროცესში კავშირი დამყარდა ყველა მხარესთან (მიმწოდებლები, მყიდველები და საფინანსო ინსტიტუტები), რომლებიც ტრანზაქციებში მონაწილეობდნენ, წერს forklog.com.
Batavia–ს წარმომადგენლის თქმით, პლატფორმაზე გაყიდვების სრული ციკლი შესრულდა, რომლის დროსაც ავტომატურად შედგა შეთანხმება და გადახდები დაიხურა. მთელი პროცესი სმარტ–კონტრაქტებით იყო უზრუნველყოფილი, ხოლო ტრანზაქციები ბლოკჩეინში იწერებოდა.
პლატფორმა Batavia, რომელიც IBM Blockchain–ის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული, კომპანია UBS–მა პირველად 2016 წელს წარმოადგინა ჟენევის საბანკო კონფერენციაზე Sibos.
ჰოლდინგი UBS Group AG თებერვალში აცხადებდა, რომ შიდაგანაწესში ცვლილებების შეტანას გეგმავდა, რომლის ფარგლებში ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებული გახდებოდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის ნებართვა აეღოთ.
მსგავს თემაზე:
ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია
ბლოკჩეინ სისტემაში საქართველოდან მილიონამდე ამონაწერია გაგზავნილი