• Ƀ/$

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 აპრილი 17:06, 2018 წელი | ფინანსები

23 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4488 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4402 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.86 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9944 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0017 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.73 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5979 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4175 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 აპრილიდან შევა ძალაში.


სხვა სიახლეები