• Ƀ/$

ჩინეთის ამბიციები, გახდება იუანი მსოფლიო ვალუტა?

24 აპრილი 10:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება გავლენას მთელს მსოფლიოზე ახდენს. თამაშგარე მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდებოდა სიდიდით მოერე ეკონომიკის მქონე ქვეყანა. აღნიშნულ პერიოდში ჩინური იუანის მიმართ დაინტერესება გაიზარდა. 

დოლარის პირველობას ამ ეტაპზე წინ ვერც ევრო უდგება, ვერც იუანი, ვერც იენი და ვერც ყველა კრიპტოვალუტა ერთად აღებული. ნავთობის, ოქროსა და ხორბლის ფასები დოლარში განისაზღვრება. დოლარით ვაჭრობენ ხუთივე კონტინენტზე. თუმცა ბაზარი როგორც წესი მოლოდინებზე ყოველთვის რეაგირებს.


იუანი ჩინური ამბიციებიდან ჯერ კიდე ძალიან შორს არის. საერთაშორისო ვაჭრობაში მას მხოლოდ მე-8 ადგილი უკავია 4%-იანი წილით. მას არამხოლოდ დოლარსა და ევროს იენს, ფუნტს, კანადურ დოლარსა და შვიცარიულ ფრანკსაც ამჯობინებენ. თუმცა პეკინში იმედს არ კარგავენ, რომ იუანი გლობალური თუ არა, მთავარი რეგიონალური ვალუტა მაინც გახდება.



რადგან სახელმწიფოებისა და კომპანიების ნაწილი 1-ზე მეტი ვალუტით ვაჭრობს ჯამმა 100%-ს გადააჭარბა.


ჩინეთი გლობალურ კონფლიქტებში ნაკლებად ერევა. სირიის კონფლიქტი, სკრიპალის საქმე, ჩინეთი თითქოს არც ყოფილიყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი. ბოლო გახმაურებულ საერთაშორისო საკითხებიდან მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ჩაერთო, ქვეყანასთან, რომელთანაც საერთო საზღვარი გააჩნია. ბიზნესს კი სტაბილურობა ხიბლავს. სწორედ ამის გამოა მოწინავე ვალუტებს შორის შვეიცარიული ფრანკი.


ჩინეთმა უკვე განათავსა სანავთობო ფიუჩერსებში იუანებში, რაც ამ უკანსკნელის მსოფლიო ვალუტად გადაქცევისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩინეთი ასევე #1 ექსპორტიორი და #1 რეზერვების მქონე სახელმწიფოა.


ანალიტიკოსების ვარაუდით, ადვილი შესაძლებელია, რომ იუანმა გამოყენების თვალსაზრისით უკან ჩამოიყოვოს ფრანკი, კანადურ დოლარი, ავსტრალიური დოლარი და ადგილი დაიმკვიდროს ხუთეულში, თუმცა ფუნტთან კონკურენცია კი უკვე ძალიან გაუჭირდება.


 


მსგავს თემაზე:


სავაჭრო ომი და მისი მოსალოდნელი შედეგები


ჩინეთი იუანის ინტერნაციონალიზაციას ცდილობს


მსგავს თემაზე:

ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩინეთი აშშ-ს ეწევა – სავაჭრო ომის მიუხედავად


ჩინეთში ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის პირველ კვარტალში 6.8%-ს მიაღწია



სხვა სიახლეები