• Ƀ/$

ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება

28 აპრილი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

პირველი ტელესკოპის აწყობიდან 410 წელი გავიდა, პირველი კოსმოსური ტელესკოპის გაშვებიდან კი 28. 2018 წლის აპრილში კიდევ ერთი TESS ტელესკოპი გავიდა, ის კეპლერს ჩაანაცვლებს.

ტელესკოპის გამოგონებას ხშირად არასწორად გალილეის მიაწერენ, სინამდვილეში ის 1608 წელს გერმანელმა ჰენს ლიპერშიმ გამოიგონა, თუმცა ვარსკვლავებიანი ცისკენ, მხოლოდ მხოლოდ გალილეიმ მიმართა 1609 წელს. იტალიელმა მეცნიერმა დაკვირვების გზით იუპიტერის თანამგზავრები აღმოაჩინა, რომლებიც იუპიტერის გარშემო ბრუნდავდნენ. იმ პერიოდში მიიჩნეოდა, რომ მზეც და ყველა სხვა დანარჩენი ციური სხეულიც დედამიწის გარშემო ბრუნავდა. გალიელეიმ კი თავად დაინახა, რომ ეს კანონი ყოველთვის არ მუშაობდა, რამაც მთელი გეოცენტრისტული მოდელი უსარგებლო გახადა. თანამედროვე მეცნიერების საფუძვლები სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს.



არსებული ცოდნა ჰაბლის ტელესკოპმაც გააფართოვა. მისი გაშვების მომენტში, 1990 წელს დედამიწაზე უკვე იყო მასზე ბევრად დიდი სარკის ფართობის მქონე ტელესკოპები, ჰაბლის მთავარ ხიბლს, კი ატმოსფეროდან მოშორებით ყოფნა წარმოადგენდა, მოლოდინი, რომ გამოგზავნილი ფოტოები ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იქნებოდა სავსებით გამართლდა, თუმცა იქამდე ასტრონავტების გაგზავნაც გახდა საჭირო სარემონტოდ მთავარი სარკე თმის ღერის 1/50-ით სქელი აღმოჩნდა, რამაც კინაღამ მთელი შრომა წყალში ჩაყარა.



ახალი ტელესკოპი ჰაბლის ჩამნაცვლებლად არ მოისაზრება, ასეთი „ჯეიმს ვებია“ რომელიც დღეს არსებული ბოლო ინფორმაციით 2020 წელს უნდა გაუშვან.  TESS „კეპლერის“ ადგილს დაიკავებს და ეგზოპლანეტებს დააკვირდება.



ტელესკოპი ორბიტაზე 2018 წლის 19 აპრილს (აშშ-ის დროით 18 აპრილს)  Falcon 9-მ კანაველარის კონცხიდან გაიტანა. მის სრული დატვირთვით ამუშავებას 2 თვე დასჭირდება.


ოპტიკური ტელესკოპების აგება არც დედამიწაზე მიუტოვებიათ. 2024 წელს, ჩილეში ატამაკას უდაბნოში, ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლზეზე, სადაც წელიწადში 320 უღრუბლო ღამეა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს ტელესკოპი, რომლის სარკის დიამტრი 39.3 მეტს აღწევს. თავდაპირველი გათვლა 42 მეტრზე იყო. მისი ღირებულება $1.4 მლრდ-ს შეადგენს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს.



 


მსგავს თემაზე: 


რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი


TESLA-მ შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძუროს


მსგავს თემაზე:

SpaceX–მა 4425 ინტერნეტ–თანამგზავრის გაშვების ნებართვა მიიღო


NASA-ს ზებგერით „X-პლეინ“-ს „ლოკჰიდ მარტინი“ გამოუშვებს


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა



სხვა სიახლეები