• Ƀ/$

პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად აშშ-ში განახლებადი ენეგიის წილი გაიზარდა

24 აპრილი 11:04, 2018 წელი | ტექნოლოგიები

წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმს დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის ხელშეკრულება დატოვა. ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, ამ ხნის განმავლობაში განახლებადიენერგიის წარმოება შეერთებულ შტატებშიც გაიზარდა. 

რაიმე პროდუქტის წარმოებასა და რეალიზაციაზე უმთავრეს გავლენას მოთხოვნა-მიწოდების კანონი ახდენს, რამდენია მასზე მოთხოვნა და რამდენის მიწოდება შეუძლია მწარმოებელს. მოთხოვნაზე კი გავლენას ფასი ახდენს. სამთავრობო რეგულაციები ფასზე ზემოქმედების მცდელობაა, რათა გადასახადების გაზრდით ან შემცირებით გაზარდონ ან შეამციროს, საბოლოო, სარეალიზაციო ღირებულება. თუმცა ყველაფერს თავის გვერდითი მოვლენა აქვს. სუბსიდირება გადასახადის გადამხდელთა ფულით ხორციელდება, გადასახადების ზრდა კი წარმოებას და დასაქმებულთა რაოდენობას ამცირებს.


ტრამპის ადმიისტრაციამ მიიჩნია, რომ შეზღუდვები, რომელიც ვაშინგტონს პარიზის შეთანხმება ავალდებულებდა, ხელს შეუშლიდა უმუშევრობის შემცირებას და ტრამპის დაპირების „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“-ს შესრულებას. ქვეყანა განახლებად ენერგიაზე გადასვლას დამოუკიდებლად შეუდგა.


სილიკონის ველი კალიფორნიაში მდებარეობს. ეს შტატი ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად განვითარებულია, მზის პანელების პოპულარობას მისი კლიმატიც ხელს უწყობს. ტექნოლოგიური განვითარებისა და ფასის შემცირების ფონზე კალიფორნიასა და მთლიანად შეერთებულ შტატებში 2016-დან 2017 წლამდე ქარისგან მიღებული ელექტროენერგია 227-დან 255 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მზისგან მიღებული ელექტროენერგიის კი 37-დან 54 მლრდ კვტ/სთ-მდე.



ილონ მასკის მრავლი გეგმიდან ერთ-ერთი მზის პანელებისგან შექმნილი სახურავია, რომელსაც ჩვეულებრივი სახურავის ფასი რაც სტიმულს მის შეძენაზე მნიშვნელოვნად გაზრდის. 2018 წლის პირველ კავრტალში Tesla model 3 ჯერ კიდევ ვერ გავიდა გეგმიურ წამოებაზე, თუმცა გაყიდვებში პირველი ადგილის დაკავება მაინც მოახერხა.


Tesla-ს და განახლებად ენერგიაზე მომუშავე სხვა კომპანიებს შეერთებული შტატების მასშტაბით სამთავრობო მხარდაჭერა საგადასახადო კუთხით ისევ აქვთ, ანალიტიკოსების ვარაუდით 20-იან წლებში ეს საჭიროებაც გაქრება.


 


მსგავს თემაზე:


განახლებადი ენერგიის წილის ზრდის შედეგად, ბრიტანეთში ნახშირის გამოყენება შეჩერდა


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


მსგავს თემაზე:

განახლებადი ენერგიის წარმოებაში ჩინეთი, აშშ და ინდოეთი წინაურდებიან


ისლანდიას 1 მილიარდი ხის დარგვა სურს



სხვა სიახლეები