• Ƀ/$

მომავლის სამუშაო გარემო, 3 წინასწარმეტყველება

25 აპრილი 11:36, 2018 წელი | ანალიტიკა

თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერი იცვლება, თანაც დაჩქარებული ტემპით. გამონაკლისი არც სამუშაო გარემოა. მეოთხედი საუკუნის წინ ინტერნეტს ოფისების 1%-ზე ნაკლები მოიხმარდა. ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება. 

მომავალ სამუშაო პოზიციის და სპეციფიკის შესახებ, აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა არავინ დაობს იმაზე, რომ ავტომატიზაციის დონე და ხელოვნური ინტელექტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რაც მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. XIX საუკუნეში როდესაც ხელით შრომა მანქანით შრომამ ჩაანაცვლა პროდუქტიულობა გაიზარდა, უკიდურესი სიღარიბის დონე ბოლო 200 წელიწადში 95%-დან 10%-მდე შემცირდა. ამ პერიოდში ადამიანთა დიდი ნაწილი ფიზიკურიდან გონებრივ სამუშაოზე გადაერთო, ახლა როცა ხელოვნური ინტელექტი ადამიანს გონებრივ სამუშაოზეც ანაცვლებს, თანაც არა რუტინულ გამოთვლებზე, არამედ რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა როლი დაეკისრება ადამიანს ჯერ კიდევ უცნობია. ილონ მასკი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს საფრთხედ განიხილავს დუბაის სამიტზე ადამიანის და რობოტის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა, რათა რობიტმა კი არ ჩაანაცვლოს ადამიანი, ადამიანმა შეითვისოს ის უნარები რაც არ გააჩნია.



ქალაქების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ურბანიზაცია და უძრავ ქონებაზე ფასები ამ დროისთვისაც იზრდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ქალაქები ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას. როდესაც Amazon-მა თავისი ახალი $4 მლრდ-იანი ოფისის შესახებ დააანონსა, კომპანიამ 200-მდე ქალაქისგან მიიღო შეთავაზება. სამომავლოდ ქალაქები კიდევ უფრო გაიზრდებიან სიმაღლეში, მშპ-ს ფორმირებაში და დასაქმებულთა ოდენობაშიც უფრო მეტ წილს დაიკავებენ.



გაიზრდება ე.წ. ფრილანსერების რიცხვი ანუ იმ ადამიანების, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. ოფისში განსაზღვრული დროით ყოფნა არ ევალებათ და ხელფასს შესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებენ. შეერთებულ შტატებში ასეთი ამჟამად 57 მილიონი ადამიანია, 10 წლის შემდეგ ეს რიცხვი 30 მილიონით გაიზრდება.



 


მსგავს თემაზე:


ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს სასკოლო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს


რობოტი მასწავლებლის ფუნქციას შეითავსებს


მსგავს თემაზე:

უახლოესი მომავლის შესაძლო საფრთხეები


ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია



სხვა სიახლეები