• Ƀ/$

სახაზინო აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 აპრილი 13:26, 2018 წელი | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2018 წლის 25 აპრილს 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა  მოთხოვნამ  51 190 000 ლარი  შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.670 პროცენტით, მაქსიმალური 7.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.720 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა  წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.


 


სხვა სიახლეები