• Ƀ/$

საბანკო სექტორის აქტივებმა 34 მილიარდ ლარს გადააჭარბა

26 აპრილი 11:41, 2018 წელი | ფინანსები

საბანკო სექტორის მთლიანმა აქტივებმა 2018 წლის აპრილში 34.3 მილიარდი ლარი ($13.84 მლრდ) შეადგინა, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოში ამჟამად 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, მათგან 1 მთლიანად ქართული, 15 კი ნაწილობრივ უცხოური კაპიტალითაა წარმოდგენილი.


აქტივებში ყველაზე დიდი წილი წილი 61.5% წმინდა სესხებს უკავია, რომლის მოცულობამ მიმდინარე წლის აპრილში 21.087 მილიარდ ლარს მიაღწია. იმავე პერიოდში ნაღდი ფულის მოცულობამ 1.237 მილიარდი ლარი შეადგინა.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.


 


მსგავს თემაზე:


სების პრეზიდენტმა ვაშინგტონში მონეტარულ პოლიტიკაზე პრეზენტაცია გამართა


სხვა სიახლეები