• Ƀ/$

დეპოზიტების მოცულობა 1 თვეში 459 მილიონი ლარით გაიზარდა

26 აპრილი 12:04, 2018 წელი | ფინანსები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი აპრილისათვის 19.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 459.1 მლნ ლარით, ანუ 2.4 პროცენტით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

 

მარტში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 4%-ით, 461 მილიონი ლარით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 2.2 მილიონი ლარით შემცირდა, რასაც დეპოზიტების პორთველზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 37.21 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია  0.93 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.


ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.5 პროცენტი.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.


 


მსგავს თემაზე:


ეროვნული ბანკი მეწარმეებს საკანონმდებლო ცვლილებებს ახსენებს


სხვა სიახლეები