• Ƀ/$

საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 22 მილიარდ ლარს გადააჭარბა

26 აპრილი 12:24, 2018 წელი | ფინანსები

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 286.6 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 22.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 247.5 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 39.1 მლნ ლარით.


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.


მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.54 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.75 პროცენტი შეადგინა.


 


მსგავს თემაზე:


შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა შეიზღუდება


სხვა სიახლეები