• Ƀ/$

ლაგოდეხში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯება

26 აპრილი 13:19, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. წყლის პროექტი 2015 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა.  

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილის განცხადებით მოგვარდება როგორც წყალმომარაგების ასევე გადაადგილების პრობლემა, რაც თავის მხრივ ტურიზმის მზარდ სექტორზე დადებითად აისახება.


ორივე პროექტის დასრულების ახალი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოა. პროექტებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და საერთო ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.


 


მსგავს თემაზე:


თბილისში 12,6 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს


$1.2 ტრლნ-იანი აქტივების მქონე ჯგუფი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა


 


მსგავს თემაზე:

თბილისში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება


მთიან რეგიონში ინფრასტრუქტურულ და აგრარულ მიმართულებებს პრიორიტეტი ენიჭებათ



სხვა სიახლეები