• Ƀ/$

ECB-მ ევროზე განაკვეთი უცვლელად დატოვა

27 აპრილი 09:31, 2018 წელი | ფინანსები

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა და დაადასტურა, რომ ეკონმიკის სტიმლირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, თვეში 30 მლრდ ევროს აქტივებს ყიდულობს, სექტემბერში დაასრულებს.

თუმცა არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სტიმულირების პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება.


ამგვარად, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი კვლავაც ნულოვან დონეზე დარჩა. დეპოზიტებზე განაკვეთი ისევ მინუსებშია და –0.4%–ს შეადგენს, მარჯინალურ კრედიტებზე კი განაკვეთი ისევ 0.25 პროცენტია. ECB-ს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ევრო დოლართან წყვილში გამყარდა, თუმცა აღმასვლა 1.2203 დონესთან შეწყდა და 1.2180-მდე ჩამოვიდა (ხუთშაბათის საღამოს მონაცემი).


ხუთშაბათს საღამოს, ბანკის განცხადების გამოქვეყნებიდან ნახევარი საათის შემდეგ, პრეს–კონფერენცია გამართა ECB-ს პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, მახასიათებლები კვლავაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და მყარი განვითარების მაჩვენებელია. მანვე ასევე დაამატა, რომ ყურადღებით აკვირდება ევროს გამყარების პროცესს.


„სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ბანკის მარტის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, ეკონომიკის ზრდის ტემპის გარკვეულ შენელებაზე მიგვანიშნებს, მაგრამ კვლავაც ევრო ზონის ეკონომიკის ექსპანსიის არხის ფარგლებში რჩება. ეკონომიკის განვითარების სტაბილური ხასიათი გვიძლიერებს იმის რწმენას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ინფლაცია მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს მიუახლოვდება“, - განაცხადა დრაგიმ.


პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება მეტნაკლებად ჯდბა ბანკის მიერ დასახულ პერსპექტივაში. ეს ფაქტორი არ ნიშნავს, რომ ევრო ზონის ეკონომიკის განვითარებას რაიმე პრობლემა ელის. ამასთან, შენელება ნაწილობრივ გლობალური, დროებითი ფაქტორებითაა გამოწვეული.


სხვა სიახლეები