• Ƀ/$

ორი კორეის ლიდერები განიარაღებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ

27 აპრილი 14:26, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

კიმ ჩენ ინის სამხრეთ კორეაში ისტორიული ვიზიტის შემდეგ. ორად გაყოფილმა ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც 65 წლის შემდეგ ომი ოფიციალურად დასრულდება. 

შეთანხმება მტრული მოქმედებების შეწყვეტას და მხარეების განიარაღებას, მათ შორის ბირთულ განიარაღებას ითვალისწინებს. დეტალური გეგმის შედგენა ვადების შესახებ მაისიდან დაიწყება.


დეკლარაციის თანახმად ორი კორეა სამხედრო სფეროს გარდა კავშირგაბმულობაშიც ითანამშრომლებს და ჰუმანიტარულ მისეიბსაც პრობლემები მოეხსნებათ.


მიმდინარე წლის მაისში ნეიტრალურ ტერიტორიაზე დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაა დაგეგმილი, შემოდგომაზე კი ფხენიანს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯენ ინი ეწვევა.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 38-ე პარალელზე კორეა 2 ნაწილად გაიყო. 1950 წელს მოსკოვის მხარდაჭერით ჩრდილო კორეა სამხრეთ კორეას დაესხა თავს. მას ჩინეთიც ეხმარებოდა რომელმაც ომში 1.3 მილიონი ჯარისკაცი გააგზავნა. სამხრეთ კორეას კი აშშ და მთელი დასავლური სამყარო დაუდგა გვერდით. ომმა 3 წელს გასტანა. საზღვარი უცვლელი დარჩა, მაგრამ დაპირისპირებას 0.5 მილიონი ჯარისკაცი და 2.5 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ცხოვრების დონე 2 კორეას შორის რადიკალურად განსხვავდება სამხრეთ კორეელის შემოსავალი ჩრდილოკრეელისას დაახლოებით 22-ჯერ აღემატება.


ბერლინის კედელი 1989 წელს დაინგრა, მომდევნო წელს გაყოფილი გერმანია გაერთიანდა. კორეის შემთხვევაში სიტუაცია ბევრად რთულია. გაყოფიდან უფრო დიდი დროა გასული და აღმოსავლეთ გერმანიასთან შედარებით ათწლეულების განმავლობაში ჩრდილო კორეული რეჟიმი უფრო ჩაკეტილი და ტოტალიტარულია. ამის მიუხედავად სამომავლოდ გაერთიანების სურვილს ორივე მხარე ადასტურებს. მედიასთან საუბარში კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ორ კორეაში ერთი ერი ცხოვრობს და ის უნდა გაერთიანდეს. 


 


მსგავს თემაზე:


კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ისტორიული ვიზიტით იმყოფება


კიმ ჩენ ინმა ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შესახებ განაცხადა


მსგავს თემაზე:

კორეული ინვესტიციები და ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან – პერსპექტივები


სამხრეთ კორეაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები