• Ƀ/$

პარლამენტში ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას საპენსიო რეფორმა განიხილეს

27 აპრილი 17:51, 2018 წელი | ფინანსები

საპენსიო რეფორმის განსახილველად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბიზნესასოციაციის“  ხელმძღვანელებს, შეხვდა, საუბარი შეეხო ასევე საფინანსო სექტორში დაგგმილ ცვლილებებს.

შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, კომიტეტის თავმჯდომარემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საპენსიო და კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებისთვის დაგეგმილი რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები საფინანსო სექტორში, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შესახებ კანონებში, ასევე სხვა მიმდინარე აქტუალური თემები  განიხილა.


„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო.  ჩვენ ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე,  რომელიც უმნიშვნელოვანესი რეფორმაა,  წლების განმავლობაში მზადდებოდა და მისი განხილვა დღეს პარლამენტში მიმდინარეობს; აგრეთვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კერძო სექტორია. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ეროვნული ბანკის შემუშავებულ ახალ საკრედიტო რეგულაციებზე, რომლებიც, მათი აზრით, გარკვეულ რისკებს შეიცავს. გავცვალეთ საკუთარი მოსაზრებები და მე მათ შევპირდი, რომ პარლამენტში, საკომიტეტო განხილვების დროს ბიზნესის ჩართულობა აღნიშნული და მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისას გარანტირებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


საპენსიო რეფორმის ამოქმედება მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება, რომლის თანახმადაც საპენსიო ფონდში დასაქმებული სავალდებულო წესით ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, რასაც 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი სახელმწიფო დაუმატებს. კანონი ჯერ დამტკიცებული არ არის და ის შეიძლება შეიცვალოს ან გადავადდეს.


 


მსგავს თემაზე:


ახალი საპენსიო მოდელის გამოწვევები


საპენსიო რეფორმა - შავი ხვრელი თუ უზრუნველი სიბერის გარანტი?


სხვა სიახლეები