• Ƀ/$

სინგაპურის აეროპორტის ახალი ფუტურისტული ტერმინალი 2019 წელს გაიხსნება

29 აპრილი 15:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Boeing-ისა და Airbus-ის ზოგიერთი მოდელის გაშლილი ფრთების სიგრძე უფრო მეტია ვიდრე პირველი თვითმფრინავის ფრენის სიშორე 1903 წელს. თუმცა გასული 115 წლის მანძილზე მარტო თვითმფრინავი არ გაუმჯობესებულა შეიცვალა აეროპორტებიც. 

აეროპორტი კრიტერიუმით ფასდება. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების რაოდენობა და ზომა ანუ მიიღებს თუ არა ყველა ტიპის თვითმფრინავს მაგალითად ისეთს როგორიცაა Airbus A380. უსაფრთხოების სისტემები, მგზავრების და ბარგის შემომწმების სისწრაფე, გამტარუნარიანობა რამდენი თვითმფრინავის მიღება შეუძლია აეროპორტს ერთ საათში და რამდენი მგზავრის მომსახურება ტერმინალს  იმავე ერთ საათში, თავად მომსახურების ხარისხი და ტერმინალის ვიზუალური მდგომარეობა. სინგაპურის ჩანგის აეროპორტი რომელიც წელიწადში 60 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება თითოეულ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ის რამდენჯერმე მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად დასახელდა. მისი პოპულარობა 2019 წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება.


2019 წელს იხსნება ახალი $1.7 მლრდ-იანი ფუტურისტული Jewel ტერმინალი თავისი გამწვანებით, აუზებით, შადრევნებითა და ჩანჩქერებით.  მისი ფართობი 135 000 კვადრატულ მეტრს უდრის. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ დეტალები.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოს აეროპორტებში პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 36%–ით გაიზარდა


საქართველოში ახალი ავიაკომპანია 5 მიმართულებით იწყებს ოპერირებას


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა


სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ



სხვა სიახლეები