• Ƀ/$

ნივთების ინტერნეტი, ქსელში ჩართული 50 მილიარდი მოწყობილობა

5 მაისი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ელექტრომობილები თავისით მოძაობენ, დრო და დრო მგზავრებს და შემხვედრ ელექტრომობილებს ესაუბრებიან. ფეხსაცმელი პატრონს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გასეირნებას სთხოვს. ეს ჰოლივუდის ფილმი არ არის, ეს 20-იან 30-იანი წლების რეალობაა. 

ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობდა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაკავშირებოდა მეორე ადამიანს. მიზანი შეიძლება ყოფილიყო როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის გადაცემა, ასევე უბრალო მოკითხვა. XIX საუკუნემდე და ტელეგრაფის გამოგონებამდე სისწრაფე ფარდობითი ცნება იყო. წერილებს მალემსრბოლელები და საფოსტო მტრედები დაატარებდნენ, რომელთა ღირებულებაც ამჟამინდელი კურსით რამდენიმე ათას დოლარს აღწევდა.



1837 წელს მორზესა და სტეფანსონის თაოსნობით ტელეგრაფი ამოქმედდა, 1876 წელს კი ალექსანდრ ბელმა უფრო დახვეწილი მოწყობილობა ტელეფონი შექმნა. წერტილები და ხაზები საჭირო აღარ იყო. სწრაფი ორმხრივი კომუნიკაცია მიღწეულ იქნა, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საკმარისი.



პირველი გაზეთი XVII საუკუნეში გამოჩნდა, რადიო XIX საუკუნის დამლევს, ტელევიზორი XX საუკუნის 20-იან წლებში, ინტერნეტი კი 70-იან წლებში, თუმცა მასობრივად მხოლოდ 90-იან წლებში დომენ WWW-ს გამოგონების შემდეგ გაეშვა.



ამჟამად ინტერნეტის ქსელში ჩართულია კომპიუტერებისა და სმარტფონების აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე მცირე ოდენობით საათები, ავტომობილები, სამედიცინო აპარატურა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ჩამონათვალი, მათი რაოდენობა და შესაძლებლობები კი მზარდია. 2020 წლიდან 5G ინტერნეტი სრულფასოვნად ამოქმედდება, ეს ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობათა 50 მილიარდამდე გაზრდას შეუწყობს ხელს.



დღეს, პლანეტის მოსახლეობის ნახევარს, სიღარიბის ან ინფრასტრუქტურის არქონის გამო ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ამ პრობლემის გადაჭრას ილონ მასკი აპირებს, რომელმაც უკვე მიიღო 4425 ინტერნეტის გამავრცელებელი თანამგზავრის გაშვების ნებართვა. მოკლე დროში ინტერნეტით აღიჭურვება ავტომობილთა უმრავლესობა, რომელბის ერთმანეთს გადასცემენ სიგნალს, დაადგენენ ქალაქის რომელ ნაწილშია გადატვირთული მოძრაობა და მგზავრთან ვერბალური კომუნიკაციის შემდეგ შეიცვლიან მარშუტს. ინტერნეტით შესაძლოა აღიჭურვოს თავად გზა, რომელიც მზის პანელებით იქნება დაფარული და მასზე გავლისას ელექტრომობილის აკუმულატორი დაიმუხტება. სახლი გათბობა-ვენტილიაციის სიტემების ჩართვა-გამორთვა, მაცივარში პროდუქციის გადამოწმება მობილური აპლიკაციით გახდება შესაძლებელი. ასეთი აპლიკაციები დღესაც არსებობს მაგრამ არაა ფართოდ დანერგილი.



ტექნოლოგიურ პროგრეს ნეგატიური მხარეც ახლავს თან ადამიანები სამუშაოს კარგავენ და ახალი პროფესიები დეფიციტს სრულად ვერ ავსებს, გარდა ამისა პირადი ინფრომაციის გამჟავნების რისკი სულ უფრო მატულობს, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია და მისი შეჩერება ან თუნდაც შენელაბა წარმოუდგენლად გამოყურება.


 


მსგავს თემაზე:


ბილ გეითსის 15 ახდენილი წინასწარმეტყველება


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?


პირველი სმარტფონი 24 წლისაა


SpaceX–მა 4425 ინტერნეტ–თანამგზავრის გაშვების ნებართვა მიიღო


ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია



სხვა სიახლეები