• Ƀ/$

ციფრული ეკონომიკა – რეალობა და მომავალი

6 მაისი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ციფრული ტექნოლოგიები აღარავის აკვირვებს. ციფრული ეკონომიკის დომინანტის წილიც ნელ-ნელა იზრდება ტრადიციული ეკონომიკის დარგები კი უკან იხევს. პროცესი შეუქცევადია. 

80-იანი წლებიდან პერსონალური კომპიუტერის ფასები და მათი წარმადობა საპირისპირო მიმართულებით იცვლება. კომპიუტერი დიდი კომპანიიდან მცირე ზომისაშიც გადადის,  პერსონალისთვის ის ჯერ დამხმარე, შემდეგ კი ძირითად სამუშაო იარაღად გარდაიქმნება. 2000-იან და 10-იან წლებში სოციალური ქსელები, ინტერნეტმარკეტინგი, ინტერნეტგაყიდვები. დასაქმების მსურველი ვაკანსიას ინტერნეტში ნახულობს, ინტერნეტით აგზავნის რეზიუმეს და შემდგომაც ინტერნეტთან უხდება მუშაობა.



თუმცა ინტერნეტი მხოლოდ სამუშაო ადგილზე არ გამოიყენება. ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრებაც, კომუნიკაცია, გართობა ხშირად დროის ფლანგვაც ინტერნეტთან არის დაკავშირებული.


2017 წელს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი გახდა. მისი ქონება ამჟამად $130 მლრდ-ს შეადგენს და მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეითსს, 40 მილიარდი დოლარით უსწრებს, იმ ადამიანს რომელმაც მთელი თავის კაპიტალი Microsoft-ის დაფუძნებით იშოვა, რომ არა მისი ხელგაშლილობა აფიკაში შეიძლება ისევ პირველი ყოფილიყო. თავად Amazon-ის კაპიტალიაზაცია $763 მლრდ-ს შეადგენს, ჩამორჩება მხოლოდ Apple-ს რომლის კაპიტალიზაციაც $823 მლრდ-ს აღწევს. ორივე კომპანია ტრილიონერობისთვის იბრძვის და მათ უკან ახლო მანძილზე Alphabet (Google) მიჰყვება. Amazon ჯერ კიდევ Walmart-ზე პატარაა, მაგრამ თუ 2007-2017 წლებში Walmart-ის შემოსავალი 1.43-ჯერ 344-დან 495 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, იმავე პერიოდში, Amazon-ის შემოსავალი 11.87-ჯერ 15-დან 178 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.



2015 წელს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, შედეგად რეგიონებში უფასო ტელეარხების რიცხვი 3-დან 20-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გამოსახულების ხარისხიც.


ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფი ციფრულ კონკურენტს დღესაც ფირს ამჯობინებს, მაგრამ ასე არ ფიქრობენ მოყვარულები. აღნიშნული Kodak-ის გაკოტრების მთავარი მიზეზი გახდა.


სხვა ქალაქში მძღოლისთვისაც და ქვეითისთვისაც GPS ტექნოლოგიის მეშვეობით გადაადგილება საგრძნობლად გამარტივდა, მის გარეშე სმარტფონები და ავტომობილები აღარ იწარმოება.



არსებობს მოსაზრება, რომ ტექნოლოგიებმა ეკონომიკასი სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და მოლოდინები არ გაამართლა არგუმენტად კი შენელებული ეკონომიკური ზრდა სახელდება. მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტემპმა 5%-ს ბოლოს 1976 წელს გადააჭარბა, როცა იქამდე ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეკონომისტთა ნაწილზე ამ საკითხზე პასუხი გააჩნიათ. მათი განმარტებით ზრდის შენელება დასავლეთში რეგულირებისა და გადასახადების ზრდამ გამოიწვია. ირლანდიაში სადაც რეგულაციები ევროკავშირის წევრი ყქვეყნებიდან ყველაზე მცირეა ეკონომიკური ზრდა კვლავ 5%-ს აჭარბებს. როცა ევროზონის საშუალო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს მთელი ევროკავშირის კი 2.3%-ს. გადასახადების შემცირების მხოლოდ დაპირებამ 2017 წელს შტატებში ეკონომიკური ზრდის ტემპის მატება გამოიწვია.


ციფრული ეკონომიკა ეს აღარაა სამომავლო პროექტი, ეს ამჟამინდელი რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ. მომავალში უბრალო მისი როლი და მისი წილი უფრო მეტი იქნება. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და ნივთების ინტერნეტი კიდევ შეცვლის სამყაროს, შესაძლოა უფრო მეტადაც კი. 


 


მსგავს თემაზე:


ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


ნივთების ინტერნეტი, ქსელში ჩართული 50 მილიარდი მოწყობილობა


ბავშვების ინტერნეტდამოკიდებულება საფრთხედ კიდევ ერთხელ აღიარეს


მსგავს თემაზე:

IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?



სხვა სიახლეები