• Ƀ/$

გერმანია საქართველოს 252.7 მილიონ ევროს გამოუყოფს

30 აპრილი 17:41, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამაუკა ბახტაძემ და გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც გერმანია საქართველოს 252.7 მილიონ ევროს გამოუყოფს.

აღნიშნული თანხიდან 22.7 მილიონი ევრო გრანტია, 230 მილიონი ევრო კი შეღავათიანი კრედიტი. სხვა პროექტებთან ერთად აღნიშნული თანხები  პროფესიული განათლების სფეროს, ყაზბეგში, იმერეთსა და აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას და ასევე  ენერგოეფექტიანობის ღონისძიებებს  მოხმარდება. გრანტი გამოიყოფა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვისაც.


გერმანიის ელჩმა  გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. „დღევანდელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების რაოდენობა რეკორდულია და ნათლად გამოხატავს ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას“, - აღნიშნა ჰაიკე ფაიჩმა. აღნიშნული შეთანხმება ფართომასშტაბიანი დახმარების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც 2017 წლის აგვისტოში გამართული სამთავრობო კონსულტაციების დროს შეთანხმდა. ფინანსური თანამშრომლობის პროექტებს ქართველ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) ახორციელებს.


 


მსგავს თემაზე:


ტრამპმა გერმანია თავდაცვაზე არასაკმარისი ხარჯების გამო გააკრიტიკა


საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის 268 000 ევროს გრანტი გამოიყო


სხვა სიახლეები