• Ƀ/$

ინფლაციის განაკვეთი სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდა

1 მაისი 10:00, 2018 წელი | ფინანსები

ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაციის განაკვეთმა 2018 წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8% შეადგინა, თებერვალთან შედარებით კი -0.4%.

2018 წლის დასაწყისიდან ერთჯერადი ფაქტო­რების გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადად ამოიწურა, რის გამოც, ამ პერიოდიდან მან შემცირება დაიწყო. ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ მოქმედებს გაზის გადასახადის მომატება, რაც გასული წლის აგვისტოში მოხდა. ამას დაემატა 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ ინფლაციის მაჩვენებელზე მარტში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.



მარტში, მთლიანი ინფლაციის პარალელურად, მნიშვნელოვნად შემცირდა საბაზო ინფლაციაც. საწვავზე და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო, საბაზო ინფლაცია კვლავ დაბალი იყო მთლიან ინფლაციასთან შედარებით და 1.8 პროცენტს შეადგენდა. 


2018 წელს ინფლაციის სამიზნზე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ შოკების არქონის შემთხვევაში დასახული მიზანი რეალური და შესრულებადი იქნება.


 


მსგავს თემაზე:


სების პრეზიდენტმა ვაშინგტონში მონეტარულ პოლიტიკაზე პრეზენტაცია გამართა


სხვა სიახლეები