• Ƀ/$

აზერბაიჯანი ზღვის წყლისგან საწვავის მიღების ტექნოლოგიის ექსპორტისთვის ემზადება

1 მაისი 09:37, 2018 წელი | ტექნოლოგიები

აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა ზღვის წყლისგან საწვავის მიღების ტექნოლოგია დახვეწეს, რომელსაც „ჰიდროგაზი“ ეწოდება. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდს“ პროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა მურვედ გარიბოვმა უთხრა.

მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკულმა შედეგებმა პროდუქტის ეფექტიანობა და რენდაბელობა დაადასტურა, რაც რთული მისაღწევი იყო კვლევის პირველ ეტაპზე.


„ტექნოლოგიის ევოლუციის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზღვის წყლის გადამუშავების მთავარი პროდუქტი არა გაზი, არამედ სარეცხი საშუალებაა, რომელსაც გაზის წარმოქმნის პარალელურად ვღებულობთ. ამ სარეცხი საშუალების უპირატესობა კი ისაა, რომ განსხვავებით საცალო ქმელებში გაშვებული სარეცხი საშუალებებისა, ის არ შეიცავსვ ადამიანებისა და გარემოსათვის საშიშ და მავნებელ შემადგენლებს“, – თქვა გარიბოვმა.


აზერბაიჯანელი მეცნიერები ამ ტექნოლოგიის თურქეთში ექსპორტს გეგმავენ. ამ საკითხზე უკვე მიმართეს კიდეც თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს.


მეცნიერების მიერ დღეს შექმნილი რეაქტორი საათში 100 ლიტრ ზღვის წყალს გადაამუშავებს, საიდანაც 1 კუბურ მეტრ გაზს და დაახლოებით 100 ლიტრ სარეცხ საშუალებას იღებენ.


სხვა სიახლეები