• Ƀ/$

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი გაორმაგდა

1 მაისი 15:44, 2018 წელი | ეკონომიკა

შეერთებული შტატების ეკონომიკა 2018 წლის პირველ კვარტალში 2.3%-ით გაიზარდა. რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის ცნობით 2017 წლის IV კვარტალში ზრდამ 2.9% შეადგინა, თუმცა იმავე წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 1.2%.


გადასახადების შემცირება ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიურად აისახება. უმუშევრობის დონე გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული 4.1%-ს შეადგენს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 17 წლის მანძილზე.



აშშ-ის ეკონომიკაში მოხმარებას 2/3-იანი წილი უკავია, თუმცა მისი ზრდა 1.1%-მდე შენელდა და ზრდა მშპ-ს შემადგენელ სხვა კომპონენტებზე გადანაწილდა.


მოლოდინები უფრო პოზიტიურია ვიდრე ნეგატიური. გადასახადების შემცირების შედეგად ჯერ კიდევ ასადის რეჟიმის პასუხის გაცემამდე და ორი კორეის შერიგებამდე ტრამპის რეიტინგი გაიზარდა. პრეზიდენტი 3%-იანი ზრდის დაპირებას იძლევა. იმ ფონზე, რომ II-IV კვარტალში როგორც წესი ეკონომიკური ზრდა პირველი კავარტლისას აღემატება, ეკონომისტები ამ გეგმას მიღწევად უწოდებენ. 3%-იანი ეკონომიკური ზრდა კი შეერთებულ შტატებს 2005 წლის შემდეგ აღარ ჰქონია. 


 


მსგავს თემაზე:


ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრა ვაშინგტონმა ივნისამდე გადადო


სავაჭრო ომი და მისი მოსალოდნელი შედეგები


მსგავს თემაზე:

ტრამპის 1 წელი, რა შეიცვალა აშშ-სა და მსოფლიოში?


ტრამპის შურისძიება: ამერიკული ნავთობი ევროპიდან რუსეთს და OPEC-ს აძევებს



სხვა სიახლეები