• Ƀ/$

National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორი გახდა

1 მაისი 16:52, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო პორტალ National Geographic-ზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. 

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო ჟურნალთან თანამშრომლობის დეტალები საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და National Geographic-ის ცენტრალური ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა გააცნეს.


National Geographic-ზე ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს. ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4,541,183 იქნება.


კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალის სახით განთავსდება. რომელიც სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება. გარდა ამისა ვიდეოს გაშვების წინ საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება. National Geographic აუდიტორია შემდეგნაირად არის გადანაწილებული: • Facebook -NAT GEO TRAVEL4.6M+გამომწერი • Facebook - NAT GEO ADVENTURE 9.3M+გამომწერი • 56 მილიონი ონლაინ და ბეჭდური გამოცემის მკითხველი.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოს ეკონომიკის ზრდაში ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია


ყატარელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მხარეები მოინახულეს


მსგავს თემაზე:

ეკონომიკაში ტურიზმის მნიშვნელობა იზრდება


საქართველოს საავიაციო ბაზარზე Kuwait Airways შემოდის



სხვა სიახლეები