• Ƀ/$

საქართველოს IT მიმართულებით რეგიონული ჰაბის ფუნქციის შესრულება სურს

1 მაისი 18:15, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საქართველოში IDC ცენტრის ფორმირება იგეგმება, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შეასრულებს. საინვესტიციო მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

თემაზე სასაუბროდ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოდ „EON Reality“ დამფუძნებელს ლეჟესკარს შეხვდა. გეგმის მიხედვით ჰაბმა IT მომსახურება საქართველოს, სომხეთს, აზებრაიჯანს, თურქეთსა და ირანს უნდა შესთავაზოს.


დიმიტრი ქუმსიშვილმა ლეჟესკარს საქართველოს ბიზნესგარემო და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.  ასევე ისაუბრა ციფრული ეკონომიკის როლზე და განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე.


შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია „EON Reality“-ის საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. „EON Reality“ არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვირტუალური რეალობის, განათლების, კვლევა-განვითარებისა და მომსახურების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. კომპანიის ძირითადი მიზანია ვირტუალური და დამატებითი რეალობის (Virtual and Augmented Reality) ცოდნის ინტეგრირება განათლებასა და ინდუსტრიაში. EON Reality - ის წარმომადგენლობა მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა. IDC - ინტერაქტიული ციფრული ცენტრები ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ექვს ქვეყანაში, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში.  


 


მსგავს თემაზე:


INTEL CORE I9 - ყველაზე მძლავრი პროცესორი 


პირველი სმარტფონი 24 წლისაა


სხვა სიახლეები