• Ƀ/$

სახაზინო აუქციონზე 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 მაისი 14:53, 2018 წელი | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 2018 წლის 2 მაისს,  40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა  ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  78 000 000 ლარი  შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური 7.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.313 პროცენტით განისაზღვრა.


 


სხვა სიახლეები