• Ƀ/$

EIB–ს მიერ საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 250 მლნ ევროს გამოყოფაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

3 მაისი 14:32, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრაზე EIB-ის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა.

ბანკი საქართველოში არაერთ  პროექტს აფინანსებს, როგორც სატრანსპორტო, ისე წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 


ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე  გამოყო. ამ დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში,  დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის (მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით) და უბისა-შორაპნის სექციების მშენებლობა.


საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ. ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი (II)“-ის ფარგლებში ბანკთან კონსულტაციები მიმდინარეობს. 


დღეის მდგომარეობით, EIB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროა მიმართული, საიდანაც გზების სექტორზე - 750 მილიონი ევრო, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორზე - 200 მილიონი ევრო, ხოლო წყლის სექტორზე - 180 მილიონი ევროა გათვალისწინებული.


EIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მხარდასაჭერად, ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს გრანტებს როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად.


მსგავს თემაზე:


ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2007-2017 წლებში საქართველოში 21 პროექტი დააფინანსა


სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთი ივნისში გაიხსნება


სხვა სიახლეები