• Ƀ/$

დუბაის ბლოკჩეინ სამიტზე საქართველოს საჯარო რეესტრის მოხსენება მოისმინეს

4 მაისი 18:06, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ მოხსენება დუბაიში გამართულ "მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე" წარადგინეს.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა  უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე და პროექტის სარგებლის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.  საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა.  


სამიტზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის დანერგვის პროექტის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ ამჟამად საჯარო რეესტრი გონიერი კონტრაქტების,  ე.წ.  სმარტ კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. გონიერი კონტრაქტების სისტემის საშუალებით ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებას მხარეები ციფრულ ფორმატში, განაწილებული სააღრიცხვო სისტემის მეშვეობით განახორციელებენ.


„მომავლის ბლოკჩეინის საერთაშორისო  სამიტი“ 2-3 მაისს, დუბაიში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  1500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.  ღონისძიებაზე  მოხსენებებით ბლოკჩეინის ეკოსისტემის  60-ზე მეტი ექსპერტი წარსდგა, რომლებმაც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში გამოყენების გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.


 


მსგავს თემაზე:


ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია


ბლოკჩეინ სისტემაში საქართველოდან მილიონამდე ამონაწერია გაგზავნილი


ბლოკჩეინ-პლატფორმამ BATAVIA კორპორაციებისთვის პირველი რეალური ტრანზაქციები განახორციელა


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?



სხვა სიახლეები