• Ƀ/$

ზეადამიანი მეცნიერული ფანტასტიკა თუ ახლო მომავალი?

5 მაისი 15:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის მიმართ Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკის დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიურია და მას ბირთულ იარაღზე საშიშს უწოდებს, თუმცა დუბაის ფორუმზე იგივე მასკი ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა. 

ადამიანი უხსოვარი დროიდან შრომის გამარტივებას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ცდილობდა. როდესაც Homo habilis 2 მილიონი წლის წინ ქვის ცულს ან ხის შუბს ქმნიდა ამით თავის შრომის ნაყოფიერებას ზრდიდა. ცეცხლის დამორჩილება, ბორბლის, იალქნისა და გუთნის გამოგონება, ლითონის დნობის შესწავლა. ადამიანს შრომას უმარტივებდა, მის შესაძლებლობებს ზრდიდა და ჰორიზონტს აფართოებდა.



გამოგონებათა უმრავლესობა ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს ზრდიდა. დამწერლობა გამონაკლისს წარმოადგენდა. მოგვიანებით მას ფურცელი და სტამბა დაემატა.


მართალია გონებრივი შრომის შემსუბუქებას და შესაძლებლობების გაზრდას შუა საუკუნეების მიწურულიდან ცდილობდნენ, მაგრამ რეალურად ეს ნაბიჯები მხოლოდ XX საუკუნეში გადაიდგა.


ერთი შეხედვით თანამედროვე ადამიანის ძალაუფლება მართლაც შთამბეჭდავია. ცხენი ბევრად ძლიერია ადამიანზე. დიდი ხნის განმავლობაში ეტლში 2 ან 4 ცხენი ება, დღეს მცირე ზომის, უბრალო ავტომობილის ძრავის კი 100 ცხენის ძალის სიმძლავრეს აღწევს. სპორტული და ბიზნესკლასის ავტომობილების სიმძლავრე 500 ცხენის ძალას აჭარბებს, ხოლო ისეთი სუპერქარის, როგორიცაა Bugatti Chiron 1500 ცხენის ძალისას. ბევრად უფრო მძლავრია საკრუიზო გემები, ავიამზიდები, რეაქტიული თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები. ენგურჰესის სიმძლავრე 1.73 მილიონი ცხენის ძალაა, ჩინეთში მდებარე სამი ხეობის კაშხლის - 30 მილიონი ცხენის ძალა და საუდის არაბეთის მზის ელექტროსადგურის რომელიც 2030 წელს უნდა დასრულდეს 265 მილიონი ცხენის ძალა.



ადამაინს დღეს ოკეანის ფსკერზეც შეუძლია დაჯდომა და მთვარეზეც, კილომეტრიანი ცათამბჯენის აგებაც რეალური გახდა, ღილაკზე თითის 1 დაჭერა საკმარისია 20 მილიონიანი ქალაქის სრულად გასანადგურებლად. უკვე სმარტფონები წამში მილიარდობით ოპერაციას ასრულებენ და და ინახავენ იმდენ ინფორმაციას რამდენიც ძველი ეგვიპტის ბიბლიოთეკა. კონგრესის ბიბლიოთეკა 38 მილიონ წიგნს ითვლის, დღეს მთელი ეს ინფორმაცია 4-5 ხელისგულზე დასადებ მყარ დისკზე თავსდება რომელთა ჯამური ღირებულებაც 1000-1500 დოლარს შეადგენს. 50 TB-იანი ბარათის გამოსვლაც მხოლოდ დროის საკითხია. უახლოეს მომავალში კვანტური კომპიუტერიც რეალობა გახდება. ადამიანი მარსზე დადგამს ფეხს.



ყოველივე ამის გათვალისწინებით ადამიანი მართლაც უძლიერეს არსებად წარმოჩინდება, მაგრამ მთელ ამ ძლიერებას მხოლოდ ცოდნისა და იარაღის დახმარებით ფლობს. Homo sapiens sapiens საბოლოდდ 150 000 წლის წინ ჩამოყალიბდა. თუ დღევანდელ ადამიანს წავართმევთ ყველა იარაღს და მის გვერდით დავაყენებთ სხვაობა თითქმის გაქრება. ფიზიკურად ალაბთ წინაპარი აჯობებს. გონებრივად (არ იგულისხმება დაგროვილი ცოდნა) დღევანდელი, რადგან მას დასწავლის გარეშეც გენეტიკურად გადაეცემა გონებრივი უნარები.


რა მოხდება თუ ადამიანი გონებრივ უნარებს ფიზიკურ შესაძლებლობებს თავად გაიუმჯობესებს ისე, რომ რთულ გამოთვლებსაც შეასრულებს უშეცდომოდ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და მონდომების შემთხვევაში მთვარეზე კრატერებს შენიშნავს?


ის რომ ხელოვნური ინტელექტის როლი და შესაძლებლობები იზრდება ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ აღნიშნული შეუქცევადი პროცესია. XIX საუკუნეში როდესაც ხელით შრომა მანქანამ  ჩაანაცვლა, ადამიანი გონებრივ შრომაზე გადაერთო. უკიდურესი სიღარიბე დრამატულად 95-დან 10 პროცენტამდე შემცირდა. მოსახლეობის ჯამური რიცხოვნობა 1-დან 7.5 მილიარდამდე გაიზარდა. სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა თითქმის გაორმაგდა. დღეს მანქანა ადამიანს გონებრივ შრომაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც ეცილება. პირველად მთელი არსებობის ისტორიაში ადამიანის ძალაუფლებას საფრთხე ემუქრება.



აპოკალიფსური ჰოლივუდური სცენარის განხილვა საჭირო არ არის. რობოტი შესაძლოა ადამიანზე ვერ გაბატონდეს, მაგრამ მას მაინც ყველა სეგმენტში აჯობოს. რა შეიძლება გაკეთდეს ამის საპირისპიროდ? მედიცინის განვითარებამ სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა გააორმაგა. შესაბამისი იმუნიტეტის ქონისა და დროული სამედიცინო დახმარების შემთხვევაში ადამიანები მალარიით, ტუბერკულოზით, სახადებით აღარ იხოცებიან. შესაძლებელი გახდა სიმსივნის პირველი, მეორე და ზოგიერთ შემთხვევაში მესამე სტადიის მკურნალობაც. მიუხედავად ამისა ბევრი ადამიანი უბრალო ინფექციას ეწირება. არ არსებობს სიმსივნის ან შიდსის ისეთი პრევენცია როგორიც ყვავილის. ასაკის მატებასთან ერთად ცოცხალი უჯრედები წყვეტენ აღდგენას და დგება გარდაუვალი სიბერის მომენტი, რა დროსაც ადამიანი ფიზიკურად და ზოგჯერ გონებრივადაც სუსტდება. წანალი ხშირად ბევრს შველის მაგრამ არა ყველას, ზოგის ორგანიზმი მას ვერ ღებულობს. განვითარებული ქიმიოთერაპიაც კი მავნესთან ერთად ცოცხალ უჯრედებსაც სპობს. რა მოხდება, თუ სპეციალური ნანო იმპლანტანტის მეშვეობით, რომელიც სამედიცინო ნემსში მოთავსდება ადამიანს გენეტიკურ დონეზე ვუმკურნალებთ? ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი წელიწადში 2-ჯერ ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება რაიმე დაავადება 3-4 თვის დაგვიანებით გამოვლინდეს. იმლანტანტი კი მას ჩასახვისთანავე აღმოაჩენს და შეებრძოლება. ფიზიკური ტრამვის შემთხვევაში ხშირად სიკვდილი სისხლის დაკარგვის გამო დგება, იმპლანტანტმა შესაძლოა აღნიშნული შემთხვევები შეამციროს. უკვდავი მზეც კი არ არის და ის 5 მილიარდი წლის შემდეგ ჩაქრება, მაგრამ თუ კაცობრიობა შეძლებს უჯრედეების განახლების გახანგძლივებას მაშინ სიცოცხლის საშუალო ასაკიც გაიზრდება და ჯანმრთელად ყოფნის პერიოდიც.


ადამიანის მხედველობის დიაპაზონი შეზღუდულია. მას არ შეუძლია საგნების მიკრომეტრებში გარჩევა და ამისთვის მიკროსკოპს იყენებს, ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად კი ტელესკოპს. სხვადასხვა გამოსხივებას ადამიანის თვალი ვერ აფიქსირებს და მისი ჯანმრთელობისთვის ეს საშიშიცაა.  ერთ დღესაც შესაძლოა ადამიანმა იმაზე ბევრად მეტი დაინახოს ვიდრე ახლა და სხვა დამხმარე ოპტიკური მოწყობილობის გარეშე იუპიტერისა და სატურნის თანამგზავრებს დააკვირდეს. ან კილომეტრის მოშორებიდან ეკლესიის გუმბათის ყელის ჩუქურთმები დაათვალიეროს. კატა ღამით შესანიშნავად ხედავს. ადამიანს ეს უნარი არ აქვს. შესაძლოა ეს ჩამორჩენაც აღმოიფხვრას.



მარტივი  1 დოლარიანი კალკულატორიც კი გამოთვლების სისწრაფეში და სიზუსტეში ადამიანს სჯობს. 20 წლის წინანდელ ფლოპი დისკზე ვორდის ფაილად 1 საშუალო ზომის წიგნის ჩაწერა იყო შესაძლებელი. ინფორმაცია ერთხელ ჩაჭერის შემდეგ წაშლამდე ინახებოდა. ადამიანი კი ერთი წაკითხვით ამ ზომის ინფრორმაციას ვერ იზეპირებს. დღეს ინფორმაციის მოსაძებნად არსებობს GOOGLE, მის დასამუშავებლად კომპიუტერი და სხვადასხვა პროგრამები. რა მოხდება მაშინ თუ GOOGLE-იც და მთელი ის რთული პროგრამებიც ადამიანის ტვინში ჩაიწერება?



ეთიკურობასთან და მორალურ მხარესთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჩნდება. დღეს უკვე შესაძლებელია ადამიანის კლონირება, მაგრამ ის აკრძალულია. იქნება თუ არა ისევ ადამიანი მიკროსქემით ან რაიმე მისი მსგავსით აღჭურვილი არსება? ხომ არ ახდება მიშელ უელბეკის წინასწარმეტყველება რომელიც ადამიანური რასის გადაშენებას გულისხმობს? უკვე დიდი ხანია რაც ხელოვნური პროთეზები არსებობს და მას მოსახლეობის უმეტესობისთვის მისაღებია. ცოცხალ არსებას უსულოსგან გრძნობები გამოარჩევს. ადამიანი ყველა სხვა ცოცხალ არსებაზე გონიერია, მაგრამ გრძნობები მასაც გააჩნია და არც მაშინ დაკარგავს როცა უფრო შორს დაინახავს, უფრო მეტს გაიგონებს და უფრო მეტს დაიხსომებს. კიდევ ერთი კითხვა თანასწორობასთან დაკავშირებით ჩნდება. თანდაყოლილი უნარებისა და მონდომების ხარჯზე დღეს ღარიბ ოჯახში დაბადებულსაც შეუძლია მილიარდერი ან ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. შესაძლებლობების ასეთი დრამატული სხვაობის შემთხვევაში ეს შანსი ქრება.


რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერჯერობით ძნელია როგორც მის თეორიულ შესაძლებლობებთან ასევე დანერგვის გზებთან დაკავშირებით. იდეა შესაძლოა ჯერ ისევ ფატასტიკის სფეროს მიაკუთვნოს ბევრმა, მაგრამ ასეთივე ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენა ერთ დროს უცხენო ეტლი და მეორე კონტინენტზე მყოფ ადამიანთან საუბარი.


გახდება თუ არა ადამიანი ზეადამიანი? ამ კითხვაზე ზუსტი და კოკნრეტული პასუხი ამ ეტაპზე არავის აქვს დედამიწაზე.


 


მსგავს თემაზე:


მომავლის სამუშაო გარემო, 3 წინასწარმეტყველება


რობოტი მასწავლებლის ფუნქციას შეითავსებს


მსგავს თემაზე:

სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ


ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩინეთი აშშ-ს ეწევა – სავაჭრო ომის მიუხედავად


ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია



სხვა სიახლეები