• Ƀ/$

NASA-მ მარსზე ახალი ზონდი InSight გაგზავნა

6 მაისი 16:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

SpaceX-ის ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ, NASA გარკვეულწილად ჩრდილში მოექცა. მართალია უკანასკნელი პილოტირებული მისია 7 წლის წინ განხორციელდა, მაგრამ NASA სხვა მიმართულებებით მაინც განაგრძობს მუშაობას. 

5 მაისს ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის მიმართულებით ახალი ზონდი გაგზავნა სახელწოდებით InSight. ზონდი წითელ პლანეტას ნოემბერში მიაღწევს. ადგილზე მისული კი მის გეოლოგიას შეისწავლის.


აქამდე გაგზავნილი სხვა ზონდებისგან განსხვავებით InSight გადაადგილებას ვერ შეძლებს, თუმცა გრუნტს 5 მეტრის სიღმეზე გაბურღავს და საჭირო მონაცემებს დედამიწაზე გამოაგზავნის.


გეგმის თანახმად InSight-ის პროგრამა 2 წელი უნდა გაგრძელდეს. მისიის ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.



1969 წელს მთვარეზე წარმატებული მისიის განხორციელების შემდეგ, გაჩნდა, მოლოდინი, რომ შემდეგი მარსი იქნებოდა და მასზე ფეხს ადამიანი საუკუნის ბოლომდე დადგამდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. არათუ მარსზე მაღალი დანახარჯის გამო 3 წელიწადში ფრენები მთვარეზეც შეწყდა. საბჭოთა კავშირთან უპირატესობა უკვე მოპოვებული იყო და NASA-ს დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. მეცნიერული თვალსაზრისით ეს არასახარბიელო სიტუაცია, შესაძლოა ილონ მასკმა შეოატრიალოს, რომელსაც მარსის კოლონიზაციის კონკრეტული გეგმები გააჩნია.


 


მსგავს თემაზე:


მასკმა მარსზე გასაგზავნი ხომალდის ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა


ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


 


მსგავს თემაზე:

კაცობრიობა დაახლოებით 20 წელიწადში შეძლებს მარსის ათვისებას


როვერ „ოპორტუნიტის“ 5 000 დღე მარსზე


TESLA-მ შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძუროს


ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ



სხვა სიახლეები