• Ƀ/$

დაკრედიტების პირობები გამკაცრდა, რეგულაციებს ფინანსთა მინისტრიც ეთანხმება

7 მაისი 11:48, 2018 წელი | ფინანსები

ფინასთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ეროვნული ბანკის რეგულაციებს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს. 

„ვფიქრობ, რომ ის ინიციატივები და ის აქცენტები, რომელიც გაკეთდება ახალ რეგულაციაში, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მეორე მხრივ, ახალი სამართლიანი თამაშის წესების შექმნას.  აქ პირველ რიგში უნდა, აღვნიშნოთ ჭარბვალიანობის პრობლემა, რომელსაც ეს რეგულაცია პირდაპირ უკავშირდება. აქაც ბევრმა ჩვენმა ოპონენტმა ორაზროვანი კომენტარები გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჭარნვალიანობის პრობლემა საქართველოში არ დგას და რომ ეს არ არის მაკროეკონომიკური პრობლემა. ჭარბვალოანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და  მის მოსაგვარებლად გადასადგმელია პრინციპული ნაბიჯები, ისეთი ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და უახლოეს პერიოდში დამატებით ამ კუთხით გადადგმული იქნება სხვა პრინციპული ნაბიჯები,“ აღნიშნა  მამუკა ბახტაძემ


7 მაისიდან კომერციულ ბანკებს დაკრედიტების პირობები გაუმკაცრდათ. ახალი რეგულაციების მიხედვით შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხის ჯამური ოდენობა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 


 


მსგავს თემაზე:


რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა


მარტში საქართველოს ეკნომიკა 5,6%–ით გაიზარდა


სხვა სიახლეები