• Ƀ/$

სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ნახევრდება

7 მაისი 13:37, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს ეფექტურ საპროცენტო განაკვეთსაც შეეხო და მისი ზედა მაქსიმალური ზღვრის განახევრებაც დააანონსა. 

"ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ, რა  ხარჯი შეიძლება ჰქონდეს პროცენტულ გამოხატულებაში. დიახ, აუცილებლად უნდა დაწესდეს ჭერი და აუცილებლად უნდა შემცირდეს ის 100%-იანი ზღვარი, რომელიც ამოქმედებულია მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ 1-ელ იანვრამდე საერთოდ არ იყო ეს რეგულაცია და ხშირ შემთხვევაში, 300-400 პროცენტზე ადიოდა ის საპროცენტო ხარჯი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ. ვფიქრობ, და ესაა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე გავანახევროთ ეს ჭერი და შემდეგ უკვე საბაზრო კონიუნქტურა გვიკარნახებს თუ რა დამატებითი ღონისძიებების გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


ფინანსთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ მოქალაქეები ყოველთვიურად სესხის მომსახურებაში საკუთარი შემოსავლის 70-80 პროცენტს იხდიან რაც მათ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის, მინისტრის განცხადებით ეს ზღვარიც შესამცირებელია.


 


მსგავს თემაზე:


დაკრედიტების პირობები გამკაცრდა, რეგულაციებს ფინანსთა მინისტრიც ეთანხმება


რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა


სხვა სიახლეები