• Ƀ/$

ფინანსთა მინისტრის განცხადებით შემოსავლების მქონე პირები სესხის მიღებას ისევ შესძლებენ

7 მაისი 14:42, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაკრედიტების პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ შემოსავლების მქონე პირები სესხის მიღებას ისევ შესძლებენ. 

მინისტრის განცხადებით გამოსავალი საქმიანობის ლეგალიზებაა, რომელიც მძიმე ტვირთად არავის დააწვება, რადგან საგადასახადო განაკვეთი მხოლოდ სიმბოლურ 1%-ს შეადგენს.


„ნებისმიერ ადამიანს აქვს და ექნება საშუალება დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი. 500-ათასიანი ზღვარი, რაც ჩვენ დავაწესეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოიცავს. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი და გადაიხადოს სიმბოლური, 1%- იანი გადასახადი ისე, რომ არ მოუწიოს არანაირი ბუღალტერიის წარმოება. ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ის საგადასახადო რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, მათზე არ გავრცელდება. შესაბამისად, სტატუსის მიღების შემდეგ, მოქალაქე შეძლებს ნებისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ მიიღოს კრედიტი სხვადასხვა საქმიანობისთვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


7 მაისიდან კომერციულ ბანკებს დაკრედიტების პირობები გაუმკაცრდათ. ახალი რეგულაციების მიხედვით შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხის ჯამური ოდენობა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.


 


მსგავს თემაზე: 


დაკრედიტების პირობები გამკაცრდა, რეგულაციებს ფინანსთა მინისტრიც ეთანხმება


სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ნახევრდება


სხვა სიახლეები