• Ƀ/$

რეგულაციები ონლაინ სესხებსაც შეეხება

7 მაისი 15:42, 2018 წელი | ფინანსები

სამართლიანი თამაშის წესები სწრაფ და ონლაინ სესხებსაც შეეხება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.

“პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი, რასზეც დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რომ იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, საბანკო სექტორს ჰქონდა  თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორში - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს - თავისი, ონლაინ სესებზე მოქმედებდა სხვა რეგულაცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო მოქცეული ერთიან რეგულაციაში და  გარკვეულწილად, ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. გამომდინარე აქედან, იმ თამაშის წესებზე, რომელზეც ვსაუბრობ, ეს შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლის ნაწილიც 7 მასისს შევიდა ძალაში, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხის ჯამური ოდენობა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე დაგეგმილია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვრის განახევრება და შემოსავლებთან მიომართებაში ყოველთვიური შენატანების შემცირება.


 


მსგავს თემაზე:


დაკრედიტების პირობები გამკაცრდა, რეგულაციებს ფინანსთა მინისტრიც ეთანხმება


სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ნახევრდება


სხვა სიახლეები