• Ƀ/$

სებმა ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის დებულების პროექტი გამოაქვეყნა

7 მაისი 17:51, 2018 წელი | ფინანსები

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის დებულების პროექტი გაასაჯაროვა. 

სების განმარტებით დებულების პროექტის მიზანს საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების ხელშეწყობა წარმოადგენს. დებულება ჯერ დამტკიცებული არ არის და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ის სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის.


პროექტის გაცნობა შესაძლებელია მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=696 დაინტერესებული პირესბის მხრიდან დასაშვებია ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების გაზიარება  მისამართზე: Retaillending@nbg.gov.ge


სხვა სიახლეები