• Ƀ/$

ავტომობილისა და უძრავი ქონების დალომბარდება იკრძალება

7 მაისი 18:32, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაზე Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას ლომბარდების თემასაც შეეხო. მინისტრმა ავტომობილისა და უძრავი ქონების დალომბარდების შესაძლებლობა დაუშვებლად მიიჩნია.

„პირადად ჩემი განწყობაა, რომ ეს უნდა მოხდეს მიმდინარე თვეს, მაისშივე. ლომბარდები საქართველოში გარკვეულწილად გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის თამაშის წესები, რომელზეც ვისაუბრეთ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზე. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


სხვა ცვლილებების მიხედვით შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა იზღუდება და სესხზე დღეს არსებული მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ნახევრდება. ცვლილებების ნაწილი ძალაში 7 მაისს შევიდა.


 


მსგავს თემაზე:


რეგულაციები ონლაინ სესხებსაც შეეხება


სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ნახევრდება


სხვა სიახლეები