• Ƀ/$

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

8 მაისი 14:06, 2018 წელი | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა  მიიღო. მოთხოვნამ  60 000 000 ლარი  შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.395 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა  წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.


 


სხვა სიახლეები