• Ƀ/$

თბილისში ელექტრო ავტობუსი გამოჩნდა

8 მაისი 14:33, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანია „ფრეგობასმა“ თბილისში ელექტრო ავტობუსი შემოიყვანა. მის წარდგენად დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწორო. მერმა ავტობუსითაც იმგზავრა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა. 

ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშუტებზე იმოძრავებს. ტესტირების მიზანს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდა წარმოადგენს.


კახა კალაძის განცხადებით თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.


„დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.“ აღნიშნა კალაძემ.



„ფრეგობასი“ გერმანულ კომპანიასთან - EURABUS და ჩინურ კორპორაციასთან - ZTE Corporation ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს. ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.


ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ, 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.


 


მსგავს თემაზე:


ჩინეთში ფოტოელემენტებიანმა გზამ 100 ათასი კილოვატსაათი გამოიმუშავა


TESLA-სთვის ჩინეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი გახდა


სხვა სიახლეები