• Ƀ/$

EBRD-მა შესაძლოა საქართველოში ინვესტირების მოცულობა გაზარდოს

8 მაისი 16:51, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იორდანიაში EBRD-ის პრეზიდენდ სერ სუმა ჩაკრაბატთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკს, დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს მოზიდული საქართველოში. გასული წელი იყო განსაკუთრებული, როდესაც EBRD-ის მხრიდან ისტორიული მაქსიმუმის ინვესტიცია განახორციელდა ჩვენს ქვეყანაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს დააფინანსოს უახლოეს მომავალში.“ აღნიშნა ბახტაძემ.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ახალი განვითარების სტრატეგიას, რომელიც ბანკმა 2019 წელს უნდა დაამტკიცოს.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD 1991 წელს დაარსდა. მისი სათაო ოიფისი ლონდონში მდებარეობს. ბანკი ევროპის გარდა ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც ოპერირებს.


 


მსგავს თემაზე:


საქართველო სომხეთს ახალი ხიდით დაუკავშირდება 


ქობულეთის შემოვლითი გზა, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს


სხვა სიახლეები