• Ƀ/$

ფხენიანმა ჯაშუშობაში ბრალდებული აშშ-ის 3 მოქალაქე გაანთავისუფლა

9 მაისი 18:06, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ფხენიანში ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა.  ის სამშობლოში ჯაშუშობისთვის გასამართლებულ ამერიკის 3 მოქალაქესთან ერთად ბრუნდება.

განცხადება თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპმა ინფრომაცია ტრადიციულად ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩრდილო კორეიდან 3 ჯენტლმენთან ერთად ბრუნდება, რომელთაც ყველა ველოდით.“ აღნიშნა ტრამპმა.



გათავისუფლებული პატიმრები წარმოშობით სამხრეთ კორეიდან არიან და აშშ-ის მოქალაქეობა გააჩნიათ. ისინი სასჯელს 2016 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ.


თავად პომპეო ფხენიანში უკვე მეორედ ჩავიდა. პირველი ვიზიტი ნახევრად გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მოგვიანებით დადასტურდა.


ჩრდილო კორეასა და დანარჩენ სამყაროს შორის ურთიერთობები ნელ-ნელა ლაგდება. ჩრდილო კორეამ ფიონ ჩანგის ზამტრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, კიმ ჩან ინი უკვე შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ომის შემდეგ 1950-1953 ის გჰახდა პირველი ლიდერი რომელმაც 38-ე პარალელი გადაკვეთა. პარალელურად მზადდება შეხვედრა დონალდ ტრამპთანაც, რომელიც ბოლო ინფორმაციით ივნისში სინგაპურში გაიმართება.


 


მსგავს თემაზე:


დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს


ორი კორეის ლიდერები განიარაღებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ


მსგავს თემაზე:

სამხრეთ კორეაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


კიმ ჩენ ინმა ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შესახებ განაცხადა



სხვა სიახლეები