• Ƀ/$

ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა

12 მაისი 15:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ ახალი რეკორდი მოხსნა და 411.2 ნაწილაკს მიაღწია მილიონიდან. ეს მაქსიმუმია 5 მილიონი წლის განმავლობაში. ეს მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის წინ კრიტიკული ზღვრად 400 ნაწილაკი იყო მიჩნეული.

დედამიწას ისეთი პერიოდიც ახსოვს როცა ატმოსფერო მეთანს შეიცავდა ჟანბადის წილი 0%-ს უახლოვდებოდა, მაგრამ ასეთ პირობებში სიცოცხლეც არ არსებობდა. ბოლო 400 მილიონი წლის მანძილზე 5 დიდი გადაშენებაც დადასტურდა, თუმცა დღეს ვითარება განსხვავებულია. პროცესები დაჩქარდა. პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე 1800 წელს ნახშირორჟანგის წილი 280-ს შეადგენდა. 1958 წელს, როცა რეგულარული გაზომვები დაიწყეს 315, ახლა კი უკვე 315-ს. ჯერ კიდევ 3 წლის წინ 400-ს.



როცა ვსაუბრობთ რაიმეს მავნებლობაზე, როგორც წესი მისი ჭარბი დოზა იგულისხმება. ნახშირორჟანგის გარეშე დედამიწა გაიყინებოდა და მასზე სიცოცხლე არ იარსებებდა. CO-ს სხვა გამოყენებაც გააჩნია. გაზიანი სასმელების წარმოება ნახშირორჟანგის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა. თუმცა მისი წილის ზრდა პლანეტა გადახურებისკენ მიჰყავს. ვენერას ატმოსფეროს 96% ნახშირორჟანგია, რის გამოც ტემპერატურა მის ზედაპირზე 470 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, უფრო მეტს ვიდრე მზესთან უფრო ახლოს მყოფ მერკურზე.


90-იან წლებში საფრთხე თითქოს ყველამ დაინახა. 1992 წელს რიოში პირველი სამიტი გაიმართა, რასაც რელური შედეგი არ მოჰყოლია, 1997 წელს კიოტოს პროტოკოლი მიიღეს, 2008 წელს მერების შეთანხმებას მოწერა ხელი, 2009 წელს კოპენჰაგენის სამიტი გაიმართა, 2015 წელს კი პარიზის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც აშშ-იმ მალევე დატოვა.


სხვადასხვა სამიტზე სახელმწიფოებმა ემისიის შემცირების ვალდებულებები აიღეს, თუმცა ეს ვალდებულებები მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება. გარდა ამისა 37 მილიარდი ტონა CO-დან რომელიც ყოველწლიურად გამოიყოფა ატმოსფეროში მხოლოდ ნახევარი ხვდება, მეორე ნახევარს ოკეანეები და ტყეები შტანთქვენ. ჩინეთს ახალ ზელანდიასა და ისლანდიას ტყის განახლების ამბიციური გეგმები გააჩნიათ, მაგრამ ტყის გაჩხეხვის ტემპი მის განახლებას ასწრებს. ელექტრომობილები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაგრამ მათი წილი მაინც 0.3%-ს შეადგენს და აბსოლუტურ მაჩვენებელში საწვავზე მომუშავე ავტომობილი გაცილებით მეტი იწარმოება ვიდრე ელექტრომობილი.


საქართველოში წარმოების დონე დაბალია. მოხმარებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტიც განახლებადი ენერგიისგან (99% ჰიდრორესურსი) მიიღება, თუმცა ატმოსფეროს არსებული მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით თბილისში, სადაც დაბინძურების უდიდესი წილი გაუმართავ ავტომობილებზე მოდის.


 


მსგავს თემაზე:


დედამიწის დღე, პრობლემები, შედეგები და გამოსავალი


პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად აშშ-ში განახლებადი ენეგიის წილი გაიზარდა


 


მსგავს თემაზე:

ბილ გეითსის ფონდი - „Breakthrough Energy Coalition“ საწვავის მიღებას ატმოსფეროდან აპირებს


ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


ქართლის ქარის ელექტროსადგურმა აპრილში დაგეგმილზე 22%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავა



სხვა სიახლეები