• Ƀ/$

გერმანელი ეკოლოგები „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ჩაშლას ცდილობენ

12 მაისი 12:26, 2018 წელი | ეკონომიკა

გერმანიის ბუნების დაცვის კავშირი (NABU) სასამართლოსგან გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას ცდილობს, რათა არ დაუშვან „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის დაწყება გრაიფსვალდის ყურეში.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეკომპანია NDR ავრცელებს.


NABU-ს სარჩელი გრაიფსვალდის უმკღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მარტის დასაწყისში მიიღო, რომელიც ქალაქ შტრალზუნდის სამთრო უწყების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გულისხმობს. უწყებამ ამ გადაწყვეტილებით „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მშენებლობას დაუჭირა მხარი.


NABU–ში შიშობენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მშენებლობის დაწყების შემდეგ გამოიტანს, რომლებიც, როგორც ორგანიზაციაში ამტკიცებენ, 15 მაისს იგეგმაბა და „მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანს მოუტანს“ რეგიონის გარემოს.


ქალაქ შტრალზუნდის სამთო უწყებამ რუსული გაზსადენის მშენებლობას იანვარში მწვანე შუქი აუნთო. აპრილის დასაწყისში პროექტზე თანხმობა ფინეთმაც გამოაქვეყნა. „გაზპრომი“ დანარჩენი ნებართვების მიღებას (შვედეთისგან, რუსეთისგან და დანიისგან) წლის პირველ ნახევარშივე ვარაუდობს.


პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ რუსეთის სანაპიროდან გერმანიის ნაპირამდე, ბალტიის ზღვის ფსკერზე ორი გაზსადენი მილის გაყვანას გულისხმობს, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.


პროექტის წინააღმდეგ რიგი ქვეყნებისა გამოდის. მათ შორისაა უკრაინა, რომელიც შიშობს, რომ ამ პროექტის წყალობით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტს დაკარგავს. პროექტის წინააღმდეგია აშშ–ც, რომელსაც ევროპის ბაზარზე საკუთარი გათხევადებული ბუნებრივი გაზის შეტანის დიდი ამბიცია გააჩნია.


მსგავს თემაზე:


ფინეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე მეორე ნებართვა გასცა


გერმანიის ორმაგი თამაში: სირია და „ჩრდილოეთის ნაკადი–2“


„გაზპრომმა“ უკვე „ჩრდილოეთის ნაკადი–3“–ც ახსენა


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ – ვაშინგტონში მერკელის ვიზიტის მთავარი თემა


ლუბმინში „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გერმანიის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო


სხვა სიახლეები